კოსმოსიდან უცნობმა სიგნალმა დედამიწამდე მოაღწია. დიდი ალბათობით, მალე კაცობრიობას უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება ექნება.
მეცნიერები დედამიწამდე მისულ სიგნალს აანალიზებენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ბრიტანელმა დოკუმენტალისტმა, საიმონ ჰოლანდიმ განაცხადა, რომ ადამიანი არ არის ერთადერთი ინტელექტუალური ცოცხალი არსება ირმის ნახტომის გალაქტიკაში. ასტრონომიის პროფესორის თქმით, ამის გადამოწმება დედამიწელებს მალე თავად შეეძლებათ.
,,ჩვენ აღმოვაჩინეთ არაადამიანური არამიწიერი ინტელექტი ჩვენს გალაქტიკაში და ხალხმა არ იცის ამის შესახებ”, – თქვა ჰოლანდიმ Daily Mail-თან ინტერვიუში.
ჰოლანდი წლებია NASA-სთან თანამშრომლობს. მან განაცხადა, რომ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულება ერთ თვეზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდება.
ამ განცხადებას მხარი დაუჭირა ოქსფორდის უნივერსიტეტის Breakthrough Listen-ის მეცნიერების გუნდმა.
წყარო: primetime