მისი რჩეული ბათა ზედგინიძეა. წყვილის მეგობრებმა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. საქმრომ გოგონას ხელი, სავარაუდოდ, უცხოეთში, ერთ-ერთ ბარში სთხოვა, რომლის ამსახველი ფოტოებიც თათას მეგობრებმა გამოაქვეყნეს. ყველა მათგანი სუხიშვილების მოცეკვავეა, როგორც თათა.
თათა ვასაძე, ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.
თათა სოციალური ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. გარდა ცეკვისა, შეგახსენებთ, რომ თათა ანსამბლის პროფესიონალი მოცეკვავეა, მილიონერის ქალიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს.
სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, “დიახ, არქიტექტორი მოცეკვავე ვიქნები”, – ამბობს თათა.