• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, February 28, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მორწმუნეებმა დღევანდელ დღესასწაულზე აუცილებლად უნდა წაიკითხონ

by inew
2 August 2025
in საზოგადოება
0
ლოცვა, რომელიც მორწმუნეებმა დღევანდელ დღესასწაულზე აუცილებლად უნდა წაიკითხონ
0
SHARES
133
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.

ლოცვა, რომელიც ამ დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს.

„დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა ილია მართლისა
კონდაკი 1
დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და საწყალობელთა, სულიერი იგი ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ:

გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!
იკოსი 1
სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ:

გიხაროდენ, სამზეოსა ზედა აღმობრწყინვებულო მოღვაწეო საკვირველო;
გიხაროდენ, იბერიისა ვენახისა კეთილმემტილეო;
გიხაროდენ, გონებათა ჩვენთა მზრდელო ხელოვანო;
გიხაროდენ, ნაკლუვანებათა ჩვენთა უშურველად აღმომავსებელო;
გიხაროდენ, უსასოთა და მჭმუნვარეთა განმხნობაო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელისა სიტყვისა გულთა შინა ჩვენთა განმაღვივებელო;
გიხაროდენ, მამულისა სიყვარულსა შემსჭუალულო;
გიხაროდენ, ტრფიალებითა მით უოხჭნოჲთა სასუფეველისად შემზადებულო;
გიხაროდენ, სრბისა კეთილისა კეთილად განმასრულებელო;
გიხაროდენ, აღსასრულითა შენითა ბელიარისა მანქანებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, რომელსაცა შეწევნასა გეაჯებიან;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!
კონდაკი 2
საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმან და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალებაჲ ყრმობითგანვე შეისაკუთრე, ჰხმობდი რაჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია.

იკოსი 2
იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო, მაცხოვნებელისა მთესვარისა მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა, სიხარულითა მით სიმშ დისაჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, მამულისა ძეობისა სულიერითა ტვიფარითა დაბეჭდულო;
გიხაროდენ, მშობლიურისა სანახებისა სამადლობელითა პალატთათვის ცათაჲსა შემტკიცებულო;
გიხაროდენ, სულისა ჩვენისა სალხინებელად დანერგულო მცენარეო;
გიხაროდენ, გულისა ჩვენისა განსატფობელად ამომზევებულო;
გიხაროდენ, გონებათა ჩვენთა საზრდელო კურთხეულო;
გიხაროდენ, ქრისტიანეთა ცოცხალო სახსოვარო;
გიხაროდენ, სიყრმითგანვე უმეცრებისა წყვდიადსა განშორებულო;
გიხაროდენ, გონებითისა სიმაღლისა მეტრფეო;
გიხაროდენ, უფლისათვის სათნოჩენილო;
გიხაროდენ, სასუფეველისა ნეტარებისა მხმეველო;
გიხაროდენ, ღმრთისა ხატებისა ღირსებითა მით შეკრძალულითა დამცველო;
გიხაროდენ, სულნელო სასურველო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!
კონდაკი 3
მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა ხმოვანებასა, რომლისა მეტყველებაჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი თანამეხმე ვექმნნეთ, მორწმუნენო: ალილუია.

იკოსი 3
ღმრთივკურთხეულისა ცოდნისა სასუმელსა დაწაფებულო, რომელმანცა მამულისა შენისათვის მამულისავე დატევებაჲ სათნო-იჩინე და პეტერბურგსა შინა სწავლულებისა ბეღელი იგი შენი უვრცელესი მწიგნობრობისა იფქლითა ხვავრიელ-ჰქმენ, ვხმობთ შენდა მიმართ ესრეთ:

გიხაროდენ, სარწმუნოებისა მეცნიერებით განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მეცნიერებისა ნაყოფიერისა სარწმუნოებითა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, გზათა უფლისათა შემცნობელო;
გიხაროდენ, სლვათა შენთა ქრისტესმიერ წრფელ-მყოფელო;
გიხაროდენ, სიყვარულითა მხურვალითა უცხოეთისა იწროებისა დამთმენელო;
გიხაროდენ, კრძალულითა ლოცვითა აღვსებულო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელისა შჯულისა ცხოველო მწიგნობარო;
გიხაროდენ, სიბრძნითა უაღრესითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სამშობლოჲსა წყვდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ეკლესიისა საგალობელისა კეთილხმოვანო ძლისპირო;
გიხაროდენ, რომელსაცა შეგამკობენ მეფსალმუნენი;
გიხაროდენ, რომლისათვისცა ენანი ამოდ ძნობენ;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!“ ნახეთ სრულად

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ეს ხდება ბეშუმში“ – რა კადრები ვრცელდება რაჭიდან, სადაც სტიქია მოხდა?

Next Post

,,ბავშვებს ოთახში კეტავდა, 6 თვის საბას ჩა­არ­ტყა – ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს” – ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ

Next Post
,,ბავშვებს ოთახში კეტავდა, 6 თვის საბას ჩა­არ­ტყა – ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს” – ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ

,,ბავშვებს ოთახში კეტავდა, 6 თვის საბას ჩა­არ­ტყა - ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს” - ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.