• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 28, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ლუკას ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი” – რა თქვა 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ სასამართლოში

by inew
28 March 2026
in საზოგადოება
0
,,ლუკას ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი” – რა თქვა 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ სასამართლოში
0
SHARES
493
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სასამართლოში ჩვენებას აძლევს და დეტალურად იხსენებს მისთვის ცნობილ ფაქტს.

„სალონში ვიმყოფებოდი. თეკლამ დამირეკა ტელეფონზე, ძალიან ცუდად ისმოდა თვითონ ტელეფონშიც ხმა და თეკლაც გამართულად არ საუბრობდა, ნუცას [შვილი] ახსენებდა, ტირილის ხმაც გავიგე, მეუბნებოდა – მოდი, მოდი. რაღაც მომენტში სახელი ლუკაც ახსენა. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი დედასთან და ოჯახთან, ისეთი რაღაცების თქმა მომიწევს, რაც მათთვის კარგი მოსასმენი არ იქნება.

თეკლას მეგობარია – ეთო სიაშვილი, მისი შეყვარებული იყო ლადო, მათ სამეგობროში გაიცნო თეკლამ ლუკა, ვმეგობრობთ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვეხმარებიო, ასე მითხრა. აქვს პირობითი, ნასამართლევია ნარკოტიკებზე, ციხეშიც იჯდაო, ადვოკატებთან პირობითზე აქვს რაღაც პრობლემები, ისეთი არაფერიო. თეკლას რომ ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან არ მპასუხობდა. დედის გული სხვანაირად გრძნობს რაღაცებს, რაღაცები არ მომწონდა, ჩემგან გაუცხოვდა, თეკლა ისეთ ასაკში გავაჩინე, ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თეკლასთან ლუკა იყო მისული, კარის სახელური მოუნგრევია. თეკლამ მითხრა, მე მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო”,- განაცხადა ლეჟავამ.

მისივე თქმით, მან გადაწყვიტა ლუკა დარასელია ენახა, მანამდე კი შვილს ჰკითხა, როგორ ამოეცნო.

„ხელი ექნება შეხვეული, ამას წინათ ხელი დაისერაო, მითხრა თეკლამ… ლუკას შევხვდი, ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი. ირონიული სახით გამომხედა, არ ინერვიულოთ ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვუთხარი, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობას გაცდა… სიყვარულზე მითხრა, ხომ ხდება ადამიანებს ადამიანები უყვართო”,- განაცხადა ლეჟავამ.

მისივე თქმით, ის ლუკა დარასელიას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, კერძოდ კი, დას, მას შემდეგ, რაც მამასთან კონტაქტზე ვერ გავიდა. ბრალდებულის დედის თქმით, მან დარასელია გააფრთხილა, მის შვილთან კომუნიკაცია გაეწყვიტა, თუკი, პრობლემები არ უნდოდა, ვინაიდან მას მოქმედი პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

„[ლუკას] ხელების გადასერვაზე ვკითხე თეკლას. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, თუ დაგვაშორებენ თავს არ ვიცოცხლებო, მითხრაო. თეკლას ვუთხარი, ჯერ ძალიან ცოტა ხანია ერთმანეთს იცნობთ, თან ხომ იცის რომ შენი მეუღლე ციხეშია-მეთქი. ვუთხარი, კიდევ ერთხელ თუ მოვიდა, ან მსგავსი ქმედება განხორციელდა, დამირეკე, ან პოლიციაში დარეკე, შემაკავებელს გამოვაწერინებ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ადამიანს ვუყვარვარ და ამის გამო ციხეში გავუშვაო?

ეგ რომ ციხეში გავუშვა, დედამისი დამწყევლისო, წყევლისაც ეშინოდა. ამიტომ მინდოდა ლუკას დედასთან საუბარი, მინდოდა მის მშობლებს ეს ცოდნოდა, ალბათ, ეს კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა არც მათთვის და არც ჩემთვის”,- განაცხადა ლეჟავამ.

მას პროკურორმა გიორგი ქობულაძემ დაუსვა კითხვა, ისეთივე დაზიანებები, რაც ლუკა დარასელიას ჰქონდა, თეკლასაც აქვს და ხომ არ იყო მისთვის ცნობილი, როდის მიიყენა ეს დაზიანება თეკლამ ან თვითონ მიიყენა თუ არა.

“თვითონ. მარცხენა ხელის უკან მხარეს, რამდენიმე იყო. ძველი დაზიანების კვალი ეტყობა კი, ასევე ავარიის შედეგად დაზიანებაც ეტყობა. ეს გადასერვაც არ ვიცი, ბავშვურ პროტესტად ჩავთვალე, 14-15 წლის იყო, მეორე დღეს თავის თავზე ბრაზდებოდა, ეს რატომ გავაკეთეო”,- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

მას პროკურორი ისევ ჩაეკითხა, მსგავსი დაზიანებები აქვს თეკლა გერსამიას ყოფილ მეუღლესაც, დიმა გიგუაშვილსაც და თუ არის ეს მისთვის ცნობილი, რაზეც ბრალდებულის დედამ უპასუხა, რომ “იცის”.

„სხვა რამე ხომ არ ხდება? ლუკას, თეკლას, დიმას მსგავსი დაზიანებები აქვთ. რამე ახსნა ხომ არ გაქვთ, რატომ აქვს სამივეს უცნაური დაზიანებები?”- ჰკითხა პროკურორმა ბრალდებულის დედას, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„არ ვიცი დიმამ როდის, რა გააკეთა, როცა თეკლამ ეს ბავშვური პროტესტი გამოხატა, დიმას საერთოდ არ იცნობდა”,- განაცხადა მოწმემ.

პროკურორის თქმით, როცა თეკლა დიმა გიგუაშვილის მეუღლე იყო, ის არაერთხელ რეკავდა პოლიციაში და აკეთებდა შეტყობინებას, რომ მასზე ძალადობდა. პროკურორმა თეკლა გერსამიას დედას ჰკითხა, თუ რატომ არ განუხორციელებია არც ერთი ზარი ლუკა დარასელიას წინააღმდეგ, რაზეც დედამ უარყოფითი პასუხი გასცა.

თეკლა გერსამიას დედის ჩვენებით, მას შვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ 10 ივნისიდან 22 აგვისტომდე – მკვლელობის დღემდე ლუკა დარასელიასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პროკურორმა კი უთხრა, რომ რეალობა სულ სხვა იყო. მან პროკურორის კითხვების საპასუხოდ ისევ მკვლელობის დღეზე ისაუბრა.

„მესიჯები” მივწერე, სალონში ვიყავი და შვილის პირადზე საუბარს ვერ დავიწყებდი. ძალიან გაბრაზებულმა მივწერე, კიდევ ლუკას როგორ ახსენებ-მეთქი…თეკლა ჩემთან მოვიდა, ალბათ 14:00 საათი არ იქნებოდა, მანქანა გავუღე, ნუცა და თეკლა ჩავსვი.

მთხოვა, კლინიკაში წამეყვანა. პოლიციამ დამირეკა, თეკლას კითხულობდნენ, ვაჟაზე მოიყვანეთო…

სახლთან ძალიან ბევრი პოლიციელი დამხვდა… თეკლას ჰკითხეს დანა სად არისო, თეკლამ ნიჟარიდან ორი თითით აიღო, პოლიციელმა უთხრა გაუშვი ხელი მაგ დანასო და უკან ჩააგდო. ჩვეულებრივი სამზარეულოს მწვანე დანა იყო”,- განაცხადა ლეჟავამ.

ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, ვინაიდან თეკლა გერსამია შეუძლოდ გახდა.

ცოტა ხნით უფრო ადრე, პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულიც. როგორც ექიმმა განმარტა, მას მაღალი ემოციური ფონი აქვს, რის გამოც, არტერიულმა წნევამ აიწია და ექიმმა მისი პროცესში მონაწილეობის რეკომენდაცია არ გასცა. ის სათადარიგო ნაფიცი მსაჯულით ჩაანაცვლეს.

“ინტერპრესნიუსი”

განაგრძე კითხვა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

(video) რა მოხდა უნგრეთში აქციაზე, სადაც ორბანი სიტყვით გამოდიოდა?

Next Post

,,6 დღე დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს” – საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

Next Post
,,6 დღე დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს” – საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

,,6 დღე დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს" - საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.