• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, February 27, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

„მაგთი“ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს მაუწყებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by inew
27 February 2026
in ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოება, ფინანსები
0
„მაგთი“ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს მაუწყებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
0
SHARES
6
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპანია „მაგთიკომი“ დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს მაუწყებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოსა (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი) და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში, – ასე ეხმაურება კომპანია „მაგთი“ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და Pos TV-ს დასანქცირების საკითხს.

კომპანიის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.

„ბიზნესპრესნიუსი“ კომპანია „მაგთიკომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოსა (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი) და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში.

დაწესებული სანქციების ძირითადი შინაარსი: სანქცირების რეჟიმის დასახელება:

2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები (Unique ID: RUS3393)

დაწესებული სანქციები:

აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ტრასტის სერვისების სანქციები

გაერთიანებული სამეფოს მიერ მიზეზების დასაბუთება:

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ წარმოადგენს დაკავშირებულ პირს 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციების საფუძველზე, შემდეგი გარემოების გამო: იგი ავრცელებს და ავრცელებდა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საკუთარ აუდიტორიაზე, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც წარმოადგენს მხარდაჭერას ან ხელშეწყობას ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედებისა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

ვინ უნდა დაემორჩილოს სანქციების რეგულაციებს?

თუ თქვენ ეწევით ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მოიცავს ტრანზაქციებს, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, პროფესიული სერვისების მიწოდებას ან დაზღვევას, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ან სანქცირებულ საქონელსა და მომსახურებასთან.

სანქციების რეგულაციები ვრცელდება:

  • ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას (ტერიტორიული ზღვის ჩათვლით)
  • ნებისმიერ ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია გაერთიანებული სამეფოს რომელიმე ნაწილის კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას
  • გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის მსოფლიოში

ვინ არის ვალდებული დაიცვას ფინანსური სანქციები?

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ყველა ბრიტანელ პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათი მდებარეობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ:

  • ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, რომელიც იმყოფება ან ახორციელებს საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ვალდებულია დაიცვას მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები
  • გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქე და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირები, მათ შორის მათი ფილიალები, ასევე ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები, მიუხედავად იმისა, თუ სად ხორციელდება მათი საქმიანობა

დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციების ეფექტი

თუ არ არის გაცემული ლიცენზია ან არ მოქმედებს შესაბამისი გამონაკლისი, პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციებს, პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ:

  • გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორად ყოფნა
  • უცხოური კომპანიის დირექტორად ყოფნა, რომელსაც საკმარისი კავშირი აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, მაშინაც კი, თუ იგი აქ არ არის რეგისტრირებული. მაგალითად, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას ან ფლობს აქტივებს გაერთიანებულ სამეფოში
  • კომპანიის წახალისებაში, დაფუძნებაში ან მართვაში მონაწილეობა ან მასთან დაკავშირება

ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 401 მუხლი არეგულირებს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგალითად მისი პირველი პუნქტით:

1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

იხილეთ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 401 მუხლი სრულად: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=82

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, ექსპერტებს, ნათელი და სრული წარმოდგენა შეექმნებათ იმ საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია,” – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ცვლილებები არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება

Next Post

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლმა, ელენე ძაძუამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

Next Post
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლმა, ელენე ძაძუამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლმა, ელენე ძაძუამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.