ტელეწამყვანი მაია ასათიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ „სთორიში“ ის წერს, რომ მისი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს:
„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს… რა ჯიშის ადამიანი აკეთებს ამას? არის საერთოდ ადამიანი?“
შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. გოგონა პარიზში სწავლობდა…
მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე მენინგოკცემიის დიაგნოზით, 2017 წლის თებერვალში დაიღუპა.
გოგონა უნიჭიერესი გახლდათ და როგორც მისი მეგობრები ამბობენ, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში საუკეთესოდ სწავლობდა.
ნუცას დიდი გეგმები ჰქონდა და ყველაფერი ჰქონდა ამ მიზნების ასრულებისთვის.
ის არასოდეს ჩნდებოდა საჯაროდ და არც მაშინ ერთვებოდა კამათში, როცა სოციალურ ქსელში მაია ასათიანს აკრიტიკებდნენ.
მაია საუკეთესო დედა გახლდათ და მთელ თავის ცხოვრებას პატარა ნუცას უძღვნიდა. “ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის.
არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით.
მაია ასათიანმა საკუთარი ტრაგედიის შესახებ არაერთხელ ისაუბრა, ბუნებრივია შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უმძიმესი ხვედრია. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, „როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს“.
ნუცა მახვილაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, მის სკოლაში ნუცას სახელობის ბიბლიოთეკის კაბინეტი დაარსდა, ასევე ნუცა მახვილაძის სახელობის ოლიმპიადასაც ჩაეყარა საფუძველი.