ბიუსტჰალტერების და საცვლების ქურდი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მამაკაცის სახლში ჭერი ჩამოინგრა და ნაქურდალი საცვლები ჩამოიყარა.
ჩინელი მამაკაცის ნადავლი 2000-ზე მეტი ქალი საცვალი იყო, რომელიც 10 წლის განმავლობაში 750 ბინიდან მოიპარა.
ქალაქ იულინში მაცხოვრებელმა ქალებმა აწი შეუძლიათ მშვიდად ამოისუნთქონ.პოლიციამ საცვლების ქურდი აიყვანა.
The Daily Mailის ინფორმაციით მამაკაცი 40 წლამდე ასაკისაა და სახელად ჰქვია ტანგი(Tang).როგორც თვითონ დამნაშავე აცხადებს, იგი ფსიქიკურადაა დაავადებული და ბავშვობიდანვე გატაცებულია ქალის საცვლებით.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ნაქურდალი საცვლები პირდაპირ ტანგის სახლის წინ სახალხოდ, ყველას დასანახად გაშალა.(ფოტოზე)..
P.S.-აშშ-ში დაიარება სერიული საცვლების მანიაკი, რომელიც ჯერჯერობით პოლიციამ ვერ დააკავა…
იგი შედის ბინებში და იპარავს მხოლოდ ქალის საცვლებს…უნდა აღინიშნოს, რომ მანიაკს კარგი გემოვნება აქვს.
“სახლიდან დამეკარგა მხოლოდ Victoria’s Secret-ის საცვალი, რომელიც 150$ ღირს”- აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ჯერჯერობით პოლიცია მხოლოდ ამ რჩევით შემოიფარგლება: ქალებს ურჩევენ დაკეტონ ბინაში შესასვლელი კარი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..