მოხდა ისე, რომ ქმარს გავეყარე და ბავშვიანად დავბრუნდი მშობლების ოჯახში. ძალიან განვიცდიდი და დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, მამამ თავის ფირმაში მომაწყო თანამშრომლად. უფრო სწორად, თავისი ფირმა კი არ არის, მამაჩემი განყოფილების გამგეა.
მამას შეფი 50 წლამდე ასაკის სიმპათიური მამაკაცია. პირველივე დღიდან სიმპათიით განეწყო ჩემ მიმართ და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ პატივს მცემდა, როგორც მამაჩემის შვილს, როგორც პროფესიონალს და როგორც პიროვნებას.
ერთ დღეს კი დამიბარა და მითხრა, ვიღაც ოფიციალურ პირს (უცხოელს) უნდა შევხვდე, თარჯიმანი დამჭირდება და უნდა წამომყვეო.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უცხოელთან შეხვედრა მართლაც შედგა, რის შემდეგაც უფროსმა სავახშმოდ რესტორანში დამპატიჟა. ნამდვილად არ მინდოდა წაყოლა, მაგრამ უარის თქმა მეუხერხულა – „ქაჯობა“ არ გამომივიდეს-მეთქი და დავთანხმდი.
ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ ბოლოს, უკვე წამოსვლას რომ ვაპირებდი, ჩემმა შეფმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მკითხა – გინდა, რომ მამაშენი ჩემს მოადგილედ დავაწინაუროო?
გამიკვირდა – ასეთი რამ ჩემს სურვილზე რატომ არის დამოკიდებული-მეთქი. შენს სურვილზე კი არა, შენს სიტყვაზეაო – შემისწორა.
გაოცებულმა რომ შევხედე, პირდაპირ მითხრა, თუ ჩემი საყვარელი გახდები, ყველასთვის კარგი იქნებაო. ელდა მეცა, თქვენ ხომ ცოლ-შვილი გყავთ-მეთქი.
ცოლ-შვილი სახლში მყავსო, – სიცილით მითხრა. უარი თუ ვთქვი-მეთქი – ვკითხე.
მაშინ, თქვენს ოჯახს ორი უმუშევარი წევრი შეემატებაო, – არ დამიმალა. მოსაფიქრებლად კი ერთი კვირა მომცა.
მამამ არაფერი იცის, დათქმული ერთი კვირა კი ორ დღეში გადის. არ ვიცი. როგორ მოვიქცე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
თათა, 29 წლის.