გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებასა და ექიმის მიერ გაცრუებულ იმედებზე ალაპრაკადა. ყიფშიძემ ექიმ ზურა სიხარულიძეზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სიხარულიძე პირველი ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სიხისტით მსახიობში უიმედობა გამოიწვია.
“მამაჩემმა უთხრა, მინდა ჩემს შვილს ვუშველოო, ის პასუხობს, რატომ უნდა გადაყარო ფული, მაინც არაფერი ეშველება… “მორფინისტი” სამუდამოდ დაავადებულია და რატომ ყრი ფულსო?! გავგიჟდი! მამაჩემს ვუთხარი, ადექი და წამოდი მეთქი… ეს იყო პირველი შოკი, როცა ექიმმა უიმედობა დათესა” – ამბობს გიორგი ყიფშიძე.