იეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა “Kiss Kiss Napoli”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ვინ მოეწონებოდა მამაჩემს ნაპოლიდან ცოცხალი რომ იყოს ? რა თქმა უნდა ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. დიეგოს უყვარდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან მეგობრობენ და ამიტომაც კვარა მას ძალიან მოეწონებოდა. ხვიჩა ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია” – განაცხადა ინტერვიუში მარადონა უმცროსმა.