მამა გაბრიელის 5 სასწაული – სიმსივნისგან და სხვა დაავადებებისგან განკურნებულთა მონათხრობი
წმინდა მამა გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნა და ნეშტის გამობრძანება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე მოხდება. კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლოცვას სვეტიცხოველში 19:00 საათზე დაიწყებს.
წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.
გთავაზობთ მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულების ნაწილს, რომელსაც თავად მორწმუნეები მოგვითხრობენ. ისინი ამ ყველაფერს მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ ზეთს უკავშირებენ.
“3 წლის წინ ჩემს ძმას ჰქონდა თავში ავთვისებიანი სიმსივნე – უკვე ბოლო სტადიაში იყო, მეტასტაზები ჰქონდა გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი.
თავზე ვუსმევდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არ აქვსო.
ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი იმ 2 კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის.
აღნიაშვილი გულნარა
დიდი დიღომი. პეტრიწის 9ა კორპ. ბ. 40″
***
“მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა.
ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენა ისევ დამიბუჟდა. მაინც არ მშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია ზეთი.
იმავა საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით ჩემთან სახლში და მითხრა: რა გაიძახი – არ მიშველა, არ მიშველა, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია.
აბა ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს. ილოცე და გეშველებაო.
გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და არაფერი აღარ მაქვს. ექიმი გაკვირვებისაგან კინაღამ გაგიჟდა.
პელაგია თათარაშვილი
საგურამო”
***
“ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება. უარი ვთქვი აბორტზე.
დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა.
მარინა (მარიამ) კვიციანი
ქ. თბილისი. ვარკეთილი, ჯავახეთის 11”
***
“ჩემს ბავშვს ორი წლის განმავლობაში თავზე, კეფის არეში ჰქონდა სირსველასავით ამობურცული სიმსივნე, რომელიც არ რჩებოდა და სტკიოდა. ხელს ვერ იკარებდა. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოვიღე მიწა და ზეთი. საღამოს ლოცვის შემდეგ რომ წავუსვი, დილით უკვე აღარ ჰქონდა. ნაკვალევიც კი აღარ აქვს.
ჯენეტი მენაბდიშვილი
კასპი. კოტეტიშვილის ქ. 8
მე-4 საშ. სკოლის პედაგოგი”
***
“შარშან, მარტში დამისვეს დიაგნოზი: მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას.
მივედი მამა გაბრიელის საფლავზე, რათა მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ მქონდა ასეთი ხილვა:
იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა. ავივსე შინაგანი რწმენით და უარი ვთქვი ოპერაციაზე. სულ დავდიოდი საფლავზე, ვმკურნალობდი ზეთით.
2 თვის წინ გავიკეთე გამოკვლევა და ორგანიზმში სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა, როდესაც 2 კვირის სიცოცხლეს მაძლევდნენ ექიმები, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი.
ლელა ცირეკიძე
თბილისი. თემქა I კვ. 23 კორპ”