• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მამა დედამ მოკლა.. მოკლა საკუთარი ხასიათით.. ერთი კვირა ვეძებდით მის ცხედარს..“ – ახალგაზრდა გოგოს წერილი

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
„მამა დედამ მოკლა.. მოკლა საკუთარი ხასიათით.. ერთი კვირა ვეძებდით მის ცხედარს..“ –  ახალგაზრდა გოგოს წერილი
0
SHARES
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ალს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ქმარი, შვილები მამის სიკვდილს აბრალებენ და დედასთან ურთიერთობა არ აქვთ. მათი აზრით, ეჭვიანობით დაბრმავებულმა ქალმა ქმარ-შვილს ცხოვრება დაუნგრია.

ლიკა და გურამი უკვე თვითონ არიან მშობლები და მიიჩნევენ, რომ ეჭვიანობა ავადმყოფობაა, მისგან განკურნებაზე უნდა იზრუნო, რათა უდანაშაულო ადამიანები არ დატანჯო.

ლიკა: – ძნელია დედაზე აუგის თქმა, მაგრამ როდესაც ეჭვიანობა და ავადმყოფური აზრები აბრმავებს, სჯობს გაერიდო, თორემ შენც დაგაავადებს.

დედა და მამა ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ. უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. ვინ იფიქრებდა, რომ ბედნიერ ოჯახს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. მამა ხალისიანი ადამიანი იყო, არასოდეს მოგაწყენდათ.

ჩვენი, შვილების, საუკეთესო მეგობარი გახლდათ და თითქმის ვაღმერთებდით. დედა უფრო თავშეკავებული იყო, არასდროს შეგვინიშნავს ეჭვიანობა. უკვე სრულწლოვნები ვიყავით, როდესაც მათ შორის ბზარი გაჩნდა…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამა ახალ სამსახურში გადაიყვანეს. ერთ დღეს კორპორაციული ბანკეტი გაიმართა. ცხადია, მამამ დედაც წაიყვანა. ძალიან ლამაზები იყვნენ. ახლაც მახსოვს, როგორ გავიდნენ შინიდან თვალისმომჭრელები და ბედნიერები…

დედა მეორე დღიდან შეიცვალა. მამაც. დილით დედა უგუნებოდ იყო, უმიზეზოდ ბრაზობდა. მამა დაბნეული ჩანდა. პატარა ბავშვივით შესციცინებდა დედას თვალებში, თითქოს რაღაცის გამოსწორებას ცდილობდა… ამის შემდეგ უკვე ჩვეულებად იქცა დედას უჟმურობა – საღამოობით მამას აღარ ეგებებოდა…

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამის მიზეზი ბანკეტზე მომხდარი ერთი უწყინარი ამბავი იყო. ჩვენი თბილი და ხალისიანი მამის თანამშრომელი ქალბატონები თურმე გულახდილად ეუბნებოდნენ დედას, –  შენი ქმარი ნამდვილი საოცრებაა და თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდე, თორემ ერთ დღეს შეიძლება მოგპარონო.

დედას სახე შესცვლია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. იმ ქალბატონების მორიგი “შეტევის” შემდეგ კი უკივლია, – ენას თუ არ ჩაიწყვეტთ, თმით გითრევთო. ძლივს დაუწყნარებიათ. თურმე დიდხანს უხდიდნენ ბოდიშს, – გეხუმრეთ, თორემ თქვენზე ერთგული ქმარი არავის ჰყავს, მაგის თავს ვერავინ წაგართმევთო.

სამწუხაროდ, აღარაფერმა გაჭრა, ეჭვმა დედას გონება ისე დაუბნელა, რომ ქმრის გამოსაცდელად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა: დაიქირავა ძვირად ღირებული მეძავი – ერთი შეხედვით ჭკვიანი, ლამაზი და რესპექტაბელური ქალის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა და მამას მიუჩინა – ასე უნდოდა დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა ეღალატა ქმარს მისთვის.

თურმე მეძავი კარგა ხანს უტრიალებდა მამას, მაგრამ“ვერაფერს უხერხებდა “მსხვერპლს”. დედა კი ჯიუტად ფიქრობდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, რომელიც იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, რომ სხვა ქალს ვერ ამჩნევდა…

ერთ დღესაც დედამ გამოაცხადა, მინდა დავისვენო, ცოტა ხნით უცხოეთში სამოგზაუროდ მივდივარო.  ვხვდებოდით, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ გვეგონა, რომ მშობლების ცხოვრებაში ჩარევის  უფლება არ გვქონდა…

დავრჩით მარტო ჩვენ და მამა. აღმოვაჩინეთ, რომ უცებ ყველას დაგვიბრუნდა ხალისი, რადგან დილით სამზარეულოში წარბშეკრული დედა არ გველოდა. ის კი უცხოეთიდან არც რეკავდა. თურმე ეს მოგზაურობაც მისი მზაკვრული გეგმის ნაწილი ყოფილა.

იფიქრა, ასე უფრო თავისუფალი იქნებოდა მისი ქმარი და უკეთ წამოეგებოდა მეძავის ანკესს. დაქირავებული ქალიც უფრო აქტიურად აეკიდა. კაფეში დააპატიჟებინა თავი, მერე ვითომ უგონოდ დათვრა და მამას უთხრა, შინ  ასეთი მთვრალი რომ მივიდე, ოჯახი დამენგრევა, ქმარი მომკლავს, სასტუმროში მიმიყვანეო.

არადა, არ ჰყავდა ქმარი, მაგრამ ეს არ იცოდა მამამ. მოკლედ, იმ მეძავმა დედა დაარწმუნა, რომ ქმარმა უღალატა… როცა ოჯახი დაინგრა, მამამ გვიამბო იმ ქალთან ურთიერთობის ამბავი – დედათქვენისთვის არ მიღალატია, მხარზე ჩამოკიდებული სასტუმროში რომ მიმყავდა, ვიღაც ფოტოებს მიღებდაო…

დედამ თავისას მიაღწია, ეს ფოტოები მისთვის ღალატის დასტური აღმოჩნდა.

დაიწყო სრული ჯოჯოხეთი. კიოდა, – შინიდან გასული დამიგულე თუ არა, აი, რა ჩაიდინეო. ყველაფერი აირია, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ეჭვიანობით დაბრმავებული მამას დღედაღამ ეჩხუბებოდა.

ჩვენ ნერვები აღარ გვივარგოდა. გვინდოდა შინიდან გავქცეულიყავით, სადმე გადავკარგულიყავით. მამაც აღარ მოდიოდა შინ, ბებოსთან რჩებოდა. სმა დაიწყო, შეიცვალა, თითქოს უცებ დაბერდა. შვილების ნახვითღა ნუგეშობდა, გვიყვებოდა დედასთან გატარებულ ბედნიერ წლებზე და გვეკითხებოდა, რა ვქნა, რით ვუშველო ჩემს დაკარგულ სიყვარულსო.

არაფერმა გაჭრა დედასთან, არც ჩვენმა ვედრებამ, რომ ქმრის ერთგულება დაეჯერებინა, არც საკუთარი მშობლების შეგონებამ, რომ ძალით ანგრევდა ოჯახს და მისნაირი ქმარი არავის ჰყავდა. აღიარა, რომ ის მეძავი დაიქირავა, – ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერასოდეს დავადგენდი, როგორ მღალატობდაო, – იმეორებდა ჯიუტად…

ერთ დღეს მამამ გამოგვიცხადა, – ამას დიდხანს ვერ გავუძლებ, გული გამისკდებაო. ბევრი ვეფერეთ, ვცდილობდით, გვენუგეშებინა, ისიც კი ვუთხარით, წარმოიდგინე, თითქოს ცოლი მოგიკვდაო. ამის წარმოდგენას სიკვდილი მირჩევნია, რა სისულელეს ამბობთო…

მალე ტრაგედია დატრიალდა. ნასვამი მამა გაყინულ ტბაში შევიდა… ერთი კვირა ვეძებდით მის ცხედარს. დედა არც პანაშვიდებს დასწრებია, არც დაკრძალვაზე მოსულა…

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ერთხელაც არ გვინახავს. მხოლოდ ქმარი კი არა, ჩვენც შეგვიძულა, მოღალატე ქმრისგან დატოვებულ საჩუქრებს გვიწოდებს.

ეს საშინელებაა, ეჭვიანობა სიმსივნესავით არის, მხოლოდ იმას კი არ ანადგურებს, ვის გონებაშიც აღმოცენდება, ირგვლივ ყველას და ყველაფერს შხამავს…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემმა ქმარმა იმდენი გააკეთა, საკუთარი სახლი ხელახლა გამიხდა საყიდელი..“ – სასოწარკვეთილი ქალის ამბავი

Next Post

„ბავშვობაში მუდმივად ტვინში მიჭედავდნენ, რომ „კარგ ბედში“ ჩავვარდი, მაგრამ რეალურად ძალიან უბედური ვარ..“

Next Post
„ბავშვობაში მუდმივად ტვინში მიჭედავდნენ, რომ „კარგ ბედში“ ჩავვარდი, მაგრამ რეალურად ძალიან უბედური ვარ..“

„ბავშვობაში მუდმივად ტვინში მიჭედავდნენ, რომ „კარგ ბედში“ ჩავვარდი, მაგრამ რეალურად ძალიან უბედური ვარ..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In