სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ვეძებ” სულისშემძვრელი ისტორია ვრცელდება. შვილი ეძებს დედას, რომელსაც მისი თავი იძულებით დაათმობინეს.
ახალგზრდა ქალი აზიარებს წერილსაც, რომელიც დედამ შვილს გშვილებისას დაუწერა.
“გთხოვ, გთხოვ გამოჩნდი! ამ წამს ვიპოვე დე ეს წერილი! 5დღეა რაც ვიცი აყვანილი რომ ვარ!
#ზუგდიდი გოგონა (თამარი, თამუნა) ეძებს დედას!
ყველას, ყველას, ყველას ზუგდიდში, დამეხმარეთ და დაგვეხმარეთ!
1997 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიბადა ულამაზესი გოგონა, დედა იყო არასრულწლოვანი,
სკოლის მოსწავლე, ხოლო ბიოლოგიური მამა დაოჯახებელი! მოხდა ისე რომ გოგონას არ დაუდგნენ ოჯახისწევრები გვერდში და აიძულეს შვილის გაშვილება (ბიოლოგიური დედის მამიდა და ბებია)!
დედამ, სკოლის მოსწავლე გოგონამ დაწერა ძალიან მტკივნეული წერილი და თან გააყოლა მის პირმშოს! არ უნდოდა, ტიროდა, მანქანაში ბოლოჯერ აჭამა ძუძუ და ტირილით დაემშვიდობაო!
ამბობენ, დედას პირობა დადო რომ არასოდეს გათხოვდებოდა….. მაგრამ არ ვიცით იქნებ კვლავ შეძლო დედობა.
თუკი გსმენიათა ეს ისტორია, თუკი გსმენიათ შუამავალის გვარი გომართელი და ქარჩავა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისთვის უნდა მიეშვილებინათ გოგონა და წაეყვანათ რუსეთში, შეგვეხმიანეთ!
მხოლოდ პირად შეტყიბინებაში( დიდი ალბათობით, ბიოლოგიურმა მამამ არ იცის შვილის არსებობა) #ზუგდიდი
გოგონას ფიზიკური მონაცემებია: ქერა, ციფრი თვალები, 1.78მდე!
დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით Maia Ti”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..