პატიების წერილი, ქართველ ქალებს , ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალის ისტორიის მოსმენის შემდეგ.
მე მაპატიეთ. მაპატიეთ, რომ მამაკაცები არ არსებობენ ამ ქვეყნად.
მაპატიეთ, რომ ეგრეთ წოდებულნი ქართველი მამაკაცები ( ჩემი ჩათვლით) არარაობები და არაკაცები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
მე მაპატიეთ, რომ ჯოჯოხეთად გიქციეთ ის ერთადერთი სიცოცხლე, რომლის პატრონებს უპირებოდ უნდა გეცხოვრათ სამოთხეში, თუ არა, მშვიდ და ნორმალურ გარემოში მაინც.
მაპატიეთ , რომ თქვენ, რომლის სილამაზის, ჭკუის და გულის ფასი არც -ერთი ერის ქალები არ არიან დედამიწაზე, გაგწირეთ და საკუთარი უსუსურობის, თუ არაკაცობის შედეგად, უცხოტომელების მსახურებად, მონებად, მათი ღამის ქოთნების დამტარებლებად, ვიღაცეების ბინძური საცვლების მრეცხავებად, პლანტაციებში ვირივით მუშებად გაქციეთ.
მე მაპატიეთ, რომ დედებს, რომლებიც ამ ქვეყნად მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის სუნთქავენ და მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარული დედები არიან, წლობით წაგართვით იმ შვილების ნახვის საშუალება ვის სახელს და მზეს ფიცულობთ.
მე მაპატიეთ, დარდების ლოდები თქვენს გულებზე, ძილისწინა ცრემლები და მუდმივად მშფოთვარე ძილი.
მე პატიებას გთხოვთ, თქვენი არარაობა ქმრების, ძმების, მამების გამო, რომლებმაც ამ ქვეყნად ყველა საზრუნავი თქვენ აგკიდეს და 24 საათი ფეხი-ფეხზე გადადებულნი იმას-ღა ელოდებიან, როდის მიიღებენ თქვენი ცრემლებით და ოფლით დასველებულ ფულს.
მე მაპატიეთ , თუ რამე გწამთ, მაგრამ… მაგრამ ასეთი კაცები, უფრო ზუსტად, არაკაცები, არ უნდა გაგეზარდათ.
p.s. ეგრეთ წოდებული, სხვას ვერც დაარქმევ, ქართველი მამაკაცი, არის დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი არარაობა და არაკაცი.
იმდენად უფერული და უსახური, რომ ჟანგიანი რკინაც კი, ბრწყინავს მასთან შედარებით.
თქვენ ( ეგრეთ წოდებულო ქართველო კაცებო) უფლება მიეცით ყველა უცხოტომის მამაკაცს , თქვენი დედებისთვის, დებისთვის, მეუღლეებისთვის, ქალიშვილებისთვის, რომლებიც წესით თქვენი თეთრი დროშაა და სიწმინდე, თავისი ბინძური ხელები, ფეხები და კიდევ სხვა რაღაცეები შეეხოცათ მათზე..
თქვენი დედები, დები, ცოლები, შვილები, ყველაზე უპატრონონი არიან დედამიწის ზურგზე მიმიფურთხებია თქვენთვის, თქვე ნაბიჭვრებო. თქვენთვის ქალიც არ არსებობს უკვე, როგორც ასეთი.
არც სურვილი გაქვთ და არც პოტენცია. ერთმანეთით ხარ უკვე დაკავებულნი. მიმიფურთხებია, ყველა ქართული ხელისუფლებისთვის, რომლებმაც თითიც კი არ გაანძრიეს, ჩვენი ულამაზესი ქალების ჯოჯოხეთიდან გამოსახსნელად და სააღდგომო კრავივით გასწირეს ისინი.
აბა, ნახეთ, თვითონ როგორ ცხოვრობენ ეს არაკაცები?!
რა გეპოლიტიკებათ, რა გეევროკავშირებათ, რა გემღერებათ და გეცეკვებათ თქვე ნაძირლებო, როცა მსოფლიოს მონათა ბაზარი, თქვენი დედებით, ცოლებით, დებით და ქალიშვილებით არის სავსე?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ნუგზარი სერგია