თვითონაც ცივად შემხვდა, ორი წუთი ველაპარაკეთ ერთმანეთს და გამოვიქეცი. მთელი გზა ვტიროდი მე და გიომ სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. მე რაიონში ვცხოვრობ, ის თბილისში და ამიტომ სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს ვერ შევხვდით.
მიზეზი მარტივი გახლდათ, რომ მოენდომებინა, ჩემს სოფელში ვერ ჩამოვიდოდა, რადგან უცხო ბიჭთან ერთად ვიღაც მაინც დამინახავდა და არ მინდოდა, მშობლებთან პრობლემები შემქმნოდა.
მართალია, ძირითადად ტელეფონით ვკონტაქტობდით, მაგრამ ერთმანეთი სიგი-ჟემდე შეგვიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. სოფლის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად ვმუშაობდი და ბავშვებიც
კი მამჩნევდნენ დაბნეულობას.
ერთ დღეს თბილისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი უახლოესი ნათესავი გარდაიცვალა. ღმერთო, მაპატიე და პირველად გამიხარდა ადამიანის სიკვდილი. ამით საშუალება მეძლეოდა, დედაქალაქში წავსულიყავი და გიო მენახა.
სასწრაფოდ დავურეკე და ახალი ამბავი ვახარე. ახლა აღარ ვიცი, მართლა ისე გაუხარდა თუ ესეც თამაშის ნაწილი იყო, ფაქტია, რომ მეორე დღეს, სანამ თბილისში ჩავიდოდი, ყოველ წუთში თითო მესიჯს მწერდა. ოცნებობდა, როდის ჩამიკრავდა გულში და თან მეუბნებოდა, თუ გავგიჟდი, შეიძლება დაგტოვო კიდეცო.
სამძიმრიდან პირდაპირ მასთან შესახვედრად გავიქეცი, მაგრამ ადამიანში, რომელიც ჩემ წინ იდგა, სურათებზე ნანახი ბიჭი ძლივს ვიცანი.
არ ვიცი, ალბათ საუკეთესო ფოტოები ჰქონდა სოციალური ქსელისთვის არჩეული. თვითონაც ცივად შემხვდა, ორი წუთი ველაპარაკეთ ერთმანეთს და გამოვიქეცი. მთელი გზა ვტიროდი.
არავის დანახვა არ მინდოდა. იმ დღესვე დავბრუნდი სოფელში და ერთი კვირა ტელეფონი არ ჩამირთავს. ბოლოს გავბედე და პირველად გიოს დავურეკე.
თვითონ მიპასუხა, მითხრა, ვითომ გიოს ძმაკაცი იყო და გიო ავარიაში მოყვა და მოკვდა. როგორც ჩანს, მას ჩემზე მეტად უნდოდა ყველაფერის დამთავრება და ეს სისულელე იმიტომ მოიგონა. მე კი ერთი რამ ვისწავლე. არასოდეს შევიყვარებ სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია