ახალგაზრდა გოგონამ სოციალურ ქსელში ანონიმური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დახმარებას ითხოვს.. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
თეკო 12: ”გამარჯობა. დახმარებას პირველად გთხოვთ. იმედია, ჩემთვის რჩევის მოცემა არ დაგეზარებათ…
ადრე გათხოვილი ვიყავი, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი მალე მოგვბეზრდა; მივხვდით, რომ თავის დროზე გაუაზრებლად მივიღეთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება.
მისგან არც შვილი დამრჩა, არც არაფერი…
ქმართან გაშორების შემდეგ გავიცანი ბიჭი, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა ავაწყვე.
მან თავი მალე შემაყვარა და მეც ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდი, მაგრამ… დაახლოებით ერთი წლის წინ გამომიტყდა, რომ ცოლი და 2 შვილი ჰყავს.
მეუღლესთან გაშორება უნდა, მაგრამ ის გოგო სახლიდან არ მიდის. ჰოდა, უკვე წელიწადია, ასე გრძელდება, სიტუაცია არ იცვლება…
ჩვენ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს, მაგრამ ის გოგო, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი სახლიდან წამოვიდა, ოჯახიდან ფეხსაც არ იცვლის.
ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია