• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 20, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„იწყება როგორც გრიპი, შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება“ – რა სიმპტომები ახასიათებს „ნიპაჰის“ ვირუსს და უნდა ველოდოთ თუ არა მას საქართველოში?

by inew
28 January 2026
in საზოგადოება
0
„იწყება როგორც გრიპი, შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება“ – რა სიმპტომები ახასიათებს „ნიპაჰის“ ვირუსს და უნდა ველოდოთ თუ არა მას საქართველოში?
0
SHARES
655
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. ინდური ვირუსის [„ნიპაჰის“] შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 1998 წლიდან ფიქსირდება, ხილის მჭამელი ღამურებისგან ვრცელდება და საკმაოდ მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.

„დიდი ეჭვი მაქვს რომ, ეს ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ვინაიდან ეს ვირუსი დიდი ხანია ცნობილია. 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება და ამ ვირუსის იდენტიფიცირება 1999 წელს მოხდა.

27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და ამ 27 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ეს ვირუსი გასცდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ამ დრომდე ფიქსირდება. ესენია: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონკონგი, მალაიზია და ფილიპინები.

ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას განიხილავს როგორც ერთ-ერთ მძიმე ვირუსს ვინაიდან მისი ლეტალურობა ძალიან მაღალია.

მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი. განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი გადაცემის გზა განსხვავებულია, ვიდრე კორონას ან გრიპის. არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით მანძილზე, მას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

რაც შეეხება სიმპტომებს – იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, და ინფიცირებიდან 2-3 დღეში, შესაძლოა, ადამიანი მოკვდეს. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს.

ჯანმოს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.

„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.

წყარო : Newshub.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“შერბეთის” ვარსკვლავი სერიალიდან გააგდეს – ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია

Next Post

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

Next Post
ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.