ბავშვებმა მხოლოდ ის იციან, რასაც ასწავლიან. მათ მცირე გამოცდილება აქვთ, ასე რომ აღმოჩნდება, რომ მომავლის საფუძველს მშობლები ქმნიან. ამიტომ, მშობლებმა უნდა გააფართოონ თავიანთი ხედვები ისე, რომ ბავშვებს რაიმე ასწავლონ.
ერთ დღეს მამამ მოისურვა შვილისთვის ცხოვრების გაკვეთილი ჩაეტარებინა. მას უბრალოდ სურდა ეჩვენებინა, რომ თუ რა კარგად ცოვრობდნენ ისინი და როგორ ცხოვრობდნენ რიგი ადამიანები.
მამა ფიქრობდა, რომ ეს მოგზაურობა ასწავლიდა შვილს დააფასოს ის, რაც აქვთ და მომავალში მას უფრო ამბიციურს და აზარტულს გახდის. წაიკითხეთ მთელი ისტორია და გააცნობიერეთ, რამდენად ცუდად შეცდა ბიჭის მამა, როდესაც მისი გეგმა არ იმუშავა. ბიჭმა მათი სახლი ფერმას შეადარა, მაგრამ სრულიად მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა …
მამამისი მთელი ცხოვრება მუშაობდა კაპიტალის მოსაპოვებლად. კაცმა ყველაფერი თავიდან დაიწყო, მაგრამ მას სურდა, რომ მის შვილს ეს მხოლოდ ენახა ისე, რომ მიმხვდარიყო თვითონ არ მოუწევდა ყველა გაჭირვების გავლა. კაცს სურდა, მის შვილს გაეგო უზარმაზარი განსხვავება ღარიბებსა და მდიდრებს შორის.
ერთ დღეს მან გადაწყვიტა თავისი შვილი ერთ ღარიბ ოჯახში წაეყვანა, რათა შვილმა დაენახა, როგორ ცხოვრობდნენ. მათ რამდენიმე დღე გაატარეს ღარიბ ოჯახთან ერთად.
მამა ბიჭი ამუშავებდა. ბიჭიც მასპინძელ ოჯახს ეხმარებოდა. ადრე წვებოდა დასაძინებლად და ადრე დგებოდა. არ გამოუყენებია ტელეფონი და კომპიუტერი.
როდესაც ისინი უკან დაბრუნდნენ, მამამ ჰკითხა შვილს, თუ რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე.
– მამა, ეს მშვენიერი იყო, – მიუგო ბიჭმა.
მამას ეს პასუხი გაუხარდა. გინახავთ როგორ ცხოვრობენ ღარიბები? – ჰკითხა მამამ შვილს და ფიქრობდა, რომ ბიჭი დაიწყებს საუბარს იმაზე, თუ რამდენად კარგად ცხოვრობენ მდიდრები ღარიბებისგან განსხვავებით.
– დიახ, – თქვა ვაჟმა.
– მაშ, რა ისწავლე ახალი ამ დღეებში? – იკითხა მამამ.
შვილმა უპასუხა – ”მე ვნახე, რომ მათ 4 ძაღლი ჰყავთ, ჩვენ კი 1. ჩვენ გვაქვს 4 მეტრი სიგრძის აუზი, მათ აქვთ გაუთავებელი წყლის ნაკადი. ჩვენ ბაღში ფარნები დავაყენეთ, მათ კი ცაში ვარსკვლავები აქვთ. ჩვენი ეზო ჭიშკრით მთავრდება, მათ ეზოს კი დასასრული არ აქვს.
ჩვენ პატარა მიწა გვაქვს, მათ აქვთ გაუთავებელი მინდვრები, ჩვენი სახლის გარშემო კედლებია, რომლებიც მტრებისგან გვიცავს და მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარებიან.
მამა გაოცებული იყო. ვერ გაეგო რამდენად სასარგებლო იყო მისი შვილისთვის ეს დღეები. შემდეგ შვილმა დაამატა – „ამ მოგზაურობამ მაჩვენა, თუ რამდენად ღარიბი ვართ”.
ოდესმე გიფიქრიათ ასეთ კითხვებზე? ბედნიერება ნამდვილად მატერიალური სიმდიდრეა? თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი შეხედულება, სხვებს ვერ დააბრალებთ რაიმეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ბიჭის ამბავი ჩვენთვისაც შესანიშნავი გაკვეთილი იქნება! მან მოახერხა ცხოვრებაში ყველაზე ღირებულის გარჩევა.
თქვენ რას ფიქრობთ? თხოვნაა გააზიაროთ პოსტი და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში.