• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, June 28, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მესამედ გავთხოვდი და ქალად ახლა ვიგრძენი თავი – 34 წლის ნინის ისტორია

by inew
22 November 2022
in საზოგადოება
0
მესამედ გავთხოვდი და ქალად ახლა ვიგრძენი თავი – 34 წლის ნინის ისტორია
0
SHARES
539
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

34 წლის ქალის ისტორიას უცვლელად გთავაზობთ: „პირველად საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი. თანატოლები ვიყავით, ერთნაირი გატაცება და მისწრაფებები გვქონდა. ცხოვრებას ადვილად ვუყურებდით.

ისე მიყვარდა, მეგონა, მის გვერდით მთელი ცხოვრება ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ როგორც კი პაემნებისა და შეყვარეულობანას პერიოდი მორჩა და ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება, მივხვდით, ეს სიყვარული კი არა, უბრალოდ, ლტოლვა იყო.

ორ წელიწადში ჩვენს ქორწინებას წერტილი დავუსვით და გავშორდით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამის გამო პრობლემა არ მქონია და დედ-მამა გვერდით დამიდგა, მაინც დიდი სტრესი მივიღე. ვამბობდი, აღარასოდეს გავთხოვდები-მეთქი.

მაგრამ, გავიდა ორი წელი და ისევ შემიყვარდა, ისევ მეგონა, მის გვერდით თავს მშვიდად და ბედნიერად ვიგრძნობდი, პირველ ქმართან ჯვარი ავიყარე და მეორედ გავთხოვდი. მართალია, მეორე ქმარი ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო და საკმაოდ საქმიანი და შემოსავლიანი, ასე ვთქვათ, შემდგარი პიროვნება, მაგრამ ისევ შევცდი.

საშინლად ეჭვიანი და უხასიათო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ არ უჭირდა და საკმაოდ კარგ ფულს შოულობდა, თოთოეულ კაპიკს მითვლიდა, არსად მიშვებდა და სახლში გამომკეტა. ბავშვი რომ გვეყოლა, დროს მის მოვლაში ვატარებდი, თუმცა, ვხვდებოდი, ასე დიდხანს ვერ გავძლებდი.

ექვსი წლის თავზე, მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახური ცხოვრება მასთანაც დავასრულე. თუმცა, ისე არ მინერვიულია, როგორც პირველი ოჯახის დანგრევა განვიცადე. უბრალოდ, ხალხის მითქმა-მოთქმა და ჭორები მიშლიდა ნერვებს.

მამაკაცებისგანაც სხვანაირ მზერას ვგრძნობდი. ყველაფერზე თვალი დავხუჭე, დავიწყე მუშაობა და ბავშვზე ზრუნვით განვაგრძე ცხოვრება. მეორე ქმრისგან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, მამაკაცს საერთოდ არ გავკარებოდი, მით უმეტეს, ოჯახი არ შემექმნა.

თავისუფლება იმდენად მონატრებული მქონდა, აღარ მინდოდა, ვინმეს ეჭვიანობას შევეჭამე და ჩემი ახალგაზრდობა სახლში ჯდომაში გასულიყო.

მოკლედ, სადაც მივდიოდი, ბავშვიც თან მიმყავდა, მამაკაცებისკენ არც კი ვიხედებოდი.

ყველა დარწმუნდა, რომ არ ვიყავი კაცებზე დახამებული და უბრალოდ, ქმრებში არ გამიმართლა. ბუნებით მეოჯახე ვარ, მიყვარს, როცა საყვარელ მამაკაცზე ვზრუნავ, მის მხარდაჭერასა და სითბოს ვგრძნობ. მოკლედ, როცა საბოლოოდ ჩავთვალე, პირად ცხოვრებაში უიღბლო ვარ-მეთქი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ის მამაკაცი, ვისთვისაც სიცოცხლესაც კი გავწირავ.

მართალია, ასაკით საკმაოდ დიდია და მამად უფრო შემეფერება, ვიდრე ქმრად, მაგრამ მის გვერდით მშვიდად და მყუდროდ ვარ. დიდი ხანი ვიყოყმანე და ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი.

მანაც ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ. ჩემს შვილზე მამასავით ზრუნავს, არაფერს გვაკლებს. მეგობრები დამცინიან: შენ ისე მოგივიდა, მესამე და სამართალიო, მაგრამ მე მაინც ბედის ამბავი მგონია. სრულიად შემთხვევით, სამსახურის საქმეზე ვიყავი მისული ერთ-ერთ სამინისტროში და იქ გავიცანი.

საქმის მოგვარებაში დამეხმარა და მობილურის ნომერი გამომართვა. მესამე დღეს რომ დამირეკა და მითხრა: ყავა ხომ არ დაგველია სადმეო, ვიფიქრე, რა ამის შესაფერისი ვარ, რომ მეპატიჟება, სარკეში მაინც ჩაიხედოს-მეთქი. თუმცა, ისეთი საქმე გამიკეთა, უარის თქმა მომერიდა და შევხვდი.

ახლა კი ვეღარც მის ასაკს აღვიქვამ ტრაგედიად და ვერც მის გაჭაღარავებულ თმას.

ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. მისთვის პირველი ცოლი ვარ და ჩემს შვილსაც საკუთარივით უყურებს.

მართალია რომ ამბობენ: იჯექი და ბედს ელოდეო. მართალია, მე არ ვიჯექი და ორჯერ წავიმტვრიე ცხვირი, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, ნამდვილ ქალად ვგრძნობ თავს – შვილიც მყავს და მოსიყვარულე ქმარიც.“- აცხადებს 34 წლის ნინი..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

უცხო კაცთან შესახვედრად რომ წავედი, ეს ალბათ ერთგვარი ღალატი იყო და იმიტომაც მანერვიულებს ასე ღმერთი.. თუმცა მაინც არვიცი ამას თუ ვიმსახურებ..

Next Post

„ბებია, ხო არ აჯობებს, რომ მოვკვდე?“ – ჩურჩულებდა ბიჭი, როცა ბებიამაც არ იცოდა მას როგორ მოქცეოდა

Next Post
„ბებია, ხო არ აჯობებს, რომ მოვკვდე?“ – ჩურჩულებდა ბიჭი, როცა ბებიამაც არ იცოდა მას როგორ მოქცეოდა

„ბებია, ხო არ აჯობებს, რომ მოვკვდე?“ – ჩურჩულებდა ბიჭი, როცა ბებიამაც არ იცოდა მას როგორ მოქცეოდა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In