• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, June 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია… ჩემზეც ამბობდნენ რატომ აქამდე არ წამოვიდაო”- რას წერს ქალი, რომელმაც მოძალადეს თავი 10 წლის წინ დააღწია

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
„მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია… ჩემზეც ამბობდნენ რატომ აქამდე არ წამოვიდაო”- რას წერს ქალი, რომელმაც მოძალადეს თავი 10 წლის წინ დააღწია
0
SHARES
3.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ქალის მიმართ ძალადობის ყოველი მორიგი გახმაურებული ფაქტი საზოგადოებაში თავიდან იწვევს დისკურსის გამართვას. ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საკითხი.

სოციალურ ქსელში ბევრმა საკუთარი ამბავი საჯაროდ გაამხილეს. მათ შორის არის ნათია ჩხაიძე, რომელმაც 10 წლის წინ დააღწია თავი მოძალადეს და ამ საკითხზე ღიად საუბრობს.

“ყველაფერი ათი წლის წინ ზაფხულში დავასრულე!

ოქმში, რომელიც ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაწერა, გარკვევით და ნათლად ეწერა, რომ მრავლობითი დალურჯებები მქონდა სხეულზე, ხოლო არც ისე დიდი ხნის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ჩემი ქორწინება ოჯახური ძალადობის მიზეზით დასრულდა.

და გგონიათ ყოველთვის ყველაფერი, როგორც ფილმებში, მალე და სწრაფ-სწრაფად ხდება? არა! მეც იმ ერთი ქალთაგანი ვიყავი, რომლისთვისაც ოჯახის არსი წმინდა იყო (და არის), რომელმაც, როცა პირველი გალაწუნება აიტანა (ორსულობისას), ეგონა პირველი იქნებოდა და უკანასკნელიც, რომელსაც ეგონა,

ქმარი დაუდინჯდებოდა და შეეცვლებოდა, რომელსაც მუდმივად, თითქმის ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ახსენებდნენ, რომ რძალი იყო და აწი ყველაფერი მას უნდა ეკეთებინა, ოღონდ უხმოდ, უპრეტენზიოდ, ზოგჯერ მშიერსაც,

ზოგჯერ ყველასგან გარიყულსაც, რომელზეც ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ ამდენი კონფლიქტური მომენტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომელსაც საკუთარ მშობლებთან,

დასთან, ძმასთან, ნათესავებთან საუბრის დროს და ტექსტს უკონტროლებდნენ, რომელსაც გამოაცდევინეს, რა იყო კარგად გაკვანძული ყულფის შეგრძნება ყელზე, რომელსაც უკონტროლებდნენ ღიმილს, სიტყვას, განწყობას, ხასიათს, რომელიც საკუთარი შვილის ძიძა გახადეს და ერთხელაც არ მისცეს უფლება მის გემოზე ბავშვი დაებანა, გაემშრალებინა,

ის ტანსაცმელი ჩაეცმია, რომელიც მოსწონდა, ის იავნანა ემღერა, რომელიც ემღერებოდა, ის სახელი დაერქმია, რომელიც მოსწონდა, ის საჭმელი ეჭმია, რომელიც აუცილებელი იყო, ის გადაცემა ჩაერთო, რომელსაც თვლიდა, რომ ბავშვს მოეწონებოდა, იმ ენაზე ელაპარაკა, რომელზეც უნდოდა.

მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, რეზინის ჩუსტი, გრძელი ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია, რომელსაც ძალიან უნდოდა, აკანკალებდა კიდეც , ისე უნდოდა,

დანა აეღო და მძინარე ადამიანებისთვის ყელი გამოეღადრა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაბედა. იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელზეც დიდხანს ამბობდნენ, თუ ასეთ დღეში იყო, რატომ აქამდე არ წამოვიდაო, რატომ აქამდე არ თქვაო, რატომ აქამდე არ ამოიღო ხმაო.

ჰომმ. ზოგჯერ ვერ ვბედავთ. ზოგჯერ უკან ვიხევთ. ზოგჯერ იმედს ვარქმევთ, ყველაფრის შეცვლის იმედს. ზოგჯერ საკუთარი თავი გვავიწყდება, საკუთარი არსებობა და მორევში ჩაყოლილებივით დიდხანს ვტრიალებთ სუნთქვაშეკრულები.

მაგრამ მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელმაც ერთ დღეს ყველაფრისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა, რომელსაც აღარ შეშინებია არც მუქარის, რომ ბავშვს წაართმევდნენ, არც თხოვნის, რომ სახლში დაბრუნება ეთხოვა, არც სახელის, ქმარს გაცილებული რომ დაერქმეოდა, არც მარტოხელა დედობის და საერთოდ აღარაფრის.

და დღეს, როცა ვხედავ თითქმის მსგავსი ისტორიებით სხვა ქალებს, არ მიკვირს, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ დაასრულეს, თავიდანვე არ თქვეს, პირველივე ინციდენტზე ჯანდაბაში არ გაუშვეს მოძალადე კაცები, ის კაცები,

რომლებიც მერე რატომღაც კარგი მეზობლის, კარგი ნათესავის, კარგი სპორტსმენის, კარგი მამულიშვილის სახელით და ავტორიტეტით მართლდებიან და ყველაფერი ისევ ჩვენ “გვეტენება”, ისევ ჩვენს ხასიათში, მიზნებში და ქცევებში ეძებენ ყველაფრის ახსნას”, – წერს ფეისბუკმომხმარებელი ნათია ჩხაიძე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ქვესტურის კარებთან ვათენებდი სიცივეში, მოვიდა ვიღაც წელში მოხრილი ქართველი ე.წ. კაი ბიჭი თავის დაქალოშკებით და…” – იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიმართვა

Next Post

„სმს-ი მომივიდა 400 ევრო გავიდა ანგარიშიდანო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე საყვარელი ბაბუ იდგა და.. აგერაა, ბაბუ შენი ფულიო“ – ფოთში მომხდარი ემოციური ამბავი

Next Post
„სმს-ი მომივიდა 400 ევრო გავიდა ანგარიშიდანო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე საყვარელი ბაბუ იდგა და.. აგერაა, ბაბუ შენი ფულიო“ – ფოთში მომხდარი ემოციური ამბავი

„სმს-ი მომივიდა 400 ევრო გავიდა ანგარიშიდანო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე საყვარელი ბაბუ იდგა და.. აგერაა, ბაბუ შენი ფულიო“ - ფოთში მომხდარი ემოციური ამბავი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In