ერთი მორწმუნის ნაამბობი მამა გაბრიელის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა და დავშორდით რამდენიმე მეტრით ტაძარს. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა.
შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:
– მამა გაბრიელ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რატომ იქცევით ასე – ტაძარს რომ მიუახლოვდებით, ნერწყვავთ, რესტორანს ჩაუვლით და პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ?
– რახან გულით მეკითხები, გეტყვი, თუმცა ეს ჩემი საქმეა. აგიხსნი… ეკლესის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ვხედავ მათ და ვნერწყვავ.
რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ. მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ – ღრეობას თავი დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიარებს.
მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდით თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ნიშნავს, უფალს მიესალმო:
გაგიმარჯოს, ღმერთოო, – და გზა განაგრძო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდს რომ აუვლიან. ამიტომ ეს რკალი უნდა გაარღვიო. ტაძრის კარამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ შესვლის დრო არ გაქვს, უფალს პატოება სთხოვე”.
გარდა ამისა, ერთი საინტერესო ამბავი მამა გაბრიელის ღვინისადმი დამოკიდებულებაზე:
“პრაფესორა” – ასე ეძახდა ბერი გაბრიელი ღვინოს. ერთხელ, ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში თავისი სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და სადღეგრძელოს თქმით სვამდა.
ამას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა, ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას.
ღვინო დაუსხა, შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა, წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.
არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო, და მშვიდობით წარვედინ, – დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა.
ძალიან გთხოვთ გააზიარეთ სტატია.