• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მე და ჩემ ქმარს შვილი არ გვიჩნდებოდა.. საბოლოოდ ჩემი ქმარი საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დამთამხდა..

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
მე და ჩემ ქმარს შვილი არ გვიჩნდებოდა.. საბოლოოდ ჩემი ქმარი საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დამთამხდა..
0
SHARES
1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი სიდონია, ორი შვილის დედა, თავის ისტორიას გვიამბობს. და საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ იწყობენ ქალები პირად ბედნიერებას აბეზარი საყვარლების დახმარებით.

– 40 წლის ასაკში გავთხოვდი, გაუნათლებელ, შეუხედავ მამამაკაცს გავყევი ცოლად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ადამიანზე გავაკეთებდი არჩევანს.

მანამდე საუკეთესო გარეგნობისა და ინტელექტის თაყვანისმცემლები მყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა მათგანთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა.

როცა მივხვდი, რომ შინაბერას სტატუსი არ ამცდებოდა, შემთხვევით გაცნობილს ცოლობაზე დავთანხმდი. დედაჩემმა ბევრი იტირა, ჩემს შვილს ასეთი არ შეეფერებოდაო, დაქალებმაც დიდხანს აქნიეს სინანულით თავი, მაგრამ რაღას გააწყობდნენ. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი და ჩემი ტანჯვაც ამის შემდეგ დაიწყო.

– რატომ, ბავშვი არ უნდოდა?

– შვილზე რომელი მამაკაცი არ ოცნებობს, თუმცა ბესოს კომპლექსი ჰქონდა, რომ მის ასაკში ბავშვი აღარ ეყოლებოდა. თითქოს რცხვენოდა კიდეც, რადგან მის თანატოლებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ.

ამ კომპლექსს სიფხიზლეში არ ავლენდა, როცა დათვრებოდა, გულისნადებს მაშინ ამოანთხევდა ხოლმე. – ეგ ჩემი შვილი არ არის, მითხარი, ვისგან ხარ ფეხმძიმედო.

ვეუბნებოდი, ბავშვი სხვისგან რომ მდომებოდა, შენზე რატომ გავთხოვდებოდი-მეთქი? თუმცა ეს არგუმენტი ბესოსთვის საკმარისი არ იყო. როცა პირველად იჩხუბა და მეორე დილით გამოფხიზლებულს შევახსენე, შერცხვა, – გავაფრინე, გთხოვ, არავის უთხრაო.

– საიდუმლო შეუნახეთ?

– სხვა რა გზა მქონდა. მეორედ, როცა ეჭვიანობის მორიგი შეტევა დაეწყო, ისევ ნასვამი იყო. ჯერ ”სულგრძელობა” გამოიჩინა, დამშვიდდა, – რამდენს გაუზრდია სხვისი შვილი, მეც გავზრდი ამ ნაბიჭვარსო.

უკვე მოთმინება დავკარგე და შევეპასუხე. ამაზე მთლად გადაირია, ხელი მკრა, ლოგინზე დამაგდო და ყელში წამიჭირა: – ვიცი, ვიღაც კაი ტიპისგან იქნები ფეხმძიმედ, ჩემისთანა მსუქანი და მელოტი რაში გჭირდებაო.

წარმოიდგინეთ, ქირით ვცხოვრობდით, ყოფითი პრობლემები თავბრუს მახვევდა, ამას კი სრულიად უაზრო და უსაფუძვლო ეჭვებიც რომ დაემატა, როგორ უნდა გამეძლო?

– კონკრეტულად ვინმეზე ეჭვიანობდა?

– არა, ისიც კი არ უკითხავს, ორმოც წლამდე ვინ მიყვარდა ან ვის ვხვდებოდი. არც იმას აქცევდა ყურადღებას, ქუჩაში თუ ვინმე შემომხედავდა, ან წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი. თუმცა ჩაცმასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები მქონდა.

მკერდს ვინ ჩივის, ყელიც დაფარული უნდა მქონოდა, შორტებსა და სხვა თამამ ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლოს სახლიდან გასვლასაც აღარ მანებებდა.

ბაზარშიც თვითონ დადიოდა, სამსახურისთვის თავი დამანებებინა და სიყვარულზე ფილმს თუ ვუყურებდი, მაშინვე ჩემს გამოხედვას აკონტროლებდა, ხომ არ ჩავფიქრდი და ვინმეზე ოცნებამ ხომ არ გამიტაცა. ასე ტანჯვაში გავატარე ცხრა თვე.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი, ბავშვი მამას დამსგავსებოდა, რომ ერთი პრობლემა მაინც მოიხსნებოდა. როცა ჩემი პატარა გაჩნდა, ერთი სიკვდილი გავათავე.

მე და ჩემი ქმარი კუპრივით შავები ვართ, ბავშვი კი თოვლივით ქათქათა და ცისფერთვალება დაიბადა. ამის შემდეგ ბესომ საერთოდ დაკარგა გონივრული განსჯის უნარი და სამშობიაროდან გასვლის შემდეგ სახლიდან გაიქცა.

– თქვენ მშობლებთან დაბრუნდით?

– არა, ნაქირავებ ბინაში დავრჩი, თუმცა ქირას ამჯერად მამაჩემი იხდიდა. ბესო სიფხიზლეში მოვიდოდა, ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ დათვრებოდა თუ არა, ჭურჭელს ამტვრევდა და მცემდა.

ერთ დღესაც შინ აღარ შემოვუშვი. მისი პირადი ნივთები გარეთ გავყარე და ჩემი ცხოვრებიდან ამ ადამიანის ამოშლა გადავწყვიტე. ბესოს უკან დასაბრუნებლად დიდი ინიციატივა აღარ გამოუჩენია.

თითქმის ექვსი თვე მისთვის თვალიც არ მომიკრავს. ამ პერიოდში მარტოობის გადასატანად ვიღაც მამაკაციც გავიცანი და მე და ჩემს გოგონას ყურადღებას ის გვაქცევდა. თუმცა ბედნიერი ცხოვრება არც მისგან მელოდა.

როცა აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და საყვარელს ვახარე, მან ირონიით მითხრა, ხომ იცი, ეგ ბავშვი არავის სჭირდებაო.

მანამდე ამტკიცებდა, რომ ცოლთან გაშორებული იყო, ბოლოს კი უბოდიშოდ მიმატოვა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

ორმოცდაორი წლის მარტოხელა დედა კიდევ ერთ შვილს ველოდებოდი. სწორედ ამ დროს ბესო კვლავ გამოჩნდა.

– ამჯერად უკვე სხვისი შვილი დაახვედრეთ, რა რეაქცია ჰქონდა?

– საოცარი, ისეთი მშვიდი არასოდეს მახსოვს. აქ უკვე საეჭვო არაფერი იყო, ვუთხარი, რომ საყვარლისგან ვაჩენდი ბავშვს და გულაჩუყებულმა ისიც მოვუყევი, როგორ უსამართლოდ მომექცა ჩემი შვილის მამა.

მკითხა, რას აპირებ, ბავშვი უნდა გააჩნოო? პასუხი თავადაც არ მქონდა, თუმცა ბესო მაინც მოვატყუე, – არა, აბორტს გავიკეთებ-მეთქი.

ის ფეხზე წამოდგა, ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა, შემდეგ ჩვენს მძინარე გოგონას დახედა და თანაგრძნობის ტონით მთხოვა: – ამ ცოდვას ნუ ჩაიდენ, თუ მაპატიებ, ორივეს ერთად გავზრდიო.

– ეს რატომ თქვა, აღარ ეჭვიანობდა?

– არ ვიცი, ალბათ ამ სენით დაავადებულ მამაკაცებს ცილისწამების დასამტკიცებლად არგუმენტები სჭირდებათ, როგორც კი ფაქტებს წააწყდებიან, უკან იხევენ და საკუთარი სულგრძელობით ტკბებიან.

როგორც ახლაც ვხვდები, ბესოს ყოველთვის ვუყვარდი, მაგრამ ეჭვის ჭია ღრღნიდა, რატომ გავყევი ცოლად, მე ხომ მასზე ათი თავით მაღლა ვიდექი.

საყვარლის გაჩენის შემდეგ კი ჩემმა ცოდვამ მისი ნაკლოვანებები გადაწონა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა და ჩვენს ოჯახში სიმშვიდემაც დაისადგურა. ახლა ბესო ჩემს ორ გოგონას ისე ზრდის, რომ სხვისი შვილის პრობლემა აღარ აწუხებს.

– დაიჯერა, პირველის მამა თვითონაა?

– ერთხელ ვკითხე და მითხრა მჯერაო, მეც მეტი შეკითხვებით აღარ შემიწუხებია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემმა ქმარმა ჩანთაში პრეზერვატივი მიპოვა და ამის გამო შესაძლოა ოჯახი დამენგრეს..

Next Post

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..

Next Post
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In