,,მიუხედავად იმისა, რომ ნანა სანდერი დააკავეს ძალადობის მუხლით და ფინანსური თემა არ არსებობს მის საქმეში მე ბოდიშს ვუხდი მას.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ მისი გვარი ბევრმა პირველად ჩემგან გაიგო, თემა აგრესიის მიზეზი გახდა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ არ ვიცოდი მისი პიროვნების შესახებ ბევრი რამ და ჩემმა სტატუსმა ალბათ შფოთვა და დამატებითი სტრესი მიუტანა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ ჩემმა სტატუსმა პროპაგანდას მწვანე აუნთო მეტად გააშავონ ის.
არანაირ ფინანსურ დარღევებს არ უარსებია. ის კითხვები, რომელიც არსებობდა ვერ გახდება მასზე დამატებითი ეჭვების მიზეზი. მე თავს ვთვლი დამნაშავედ რომ მასზე არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.
ვინც მის ფეისბუქს კარგად დაათვალიერებს, მიხვდება რომ ვერანაირი სტატუსი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, სერიოზულად აღქმული ვერ იქნება.
მანამდე ვიდრე საპატიმროში რჩება, ნანა იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი”, – წერა ის.
ჟორჟოლიანმა სრულად უარყო ის ბრალდებები, რომელიც აქამდე სანდერს ემიგრანტების თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ედებოდა.
დაკავებამდე, სანდერი წერდა:
,,დედაჩემიც ზუსტად ამას მწერს ნანუკაზე და ელისოზე, მაგ ორ ქალს სურს, რომ შენ დაგიჭირონ და მაგიტომ გაბრალებენ ემიგრანტების ფულის მითვისებასო. (ყველაფერზე დევს მტკიცებულებები პოსტებად ჩემს გვერდზე) და “იმედიც” და “პოსტივიც” მათ ამოქოქეს – გუშინდელი მონაწერი ნახეთ ჩემთან “იმედის” ჟურნალისტის და ხომ ამათ არც დედაჩემის ნერვიულობა შერჩებათ….“ – წერდა სანდერი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე.


