• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მე რომ დედა ვერასოდეს გავხდები, ეს ქართველებო მხოლოდ თქვენი ბრალია, იმდენი გააკეთეთ, რომ დედაშვილობა შემაძულეთ…“ – ემიგრანტი ქალის ემოციური მიმართვა

by inew
19 August 2022
in საზოგადოება
0
„მე რომ დედა ვერასოდეს გავხდები, ეს ქართველებო მხოლოდ თქვენი ბრალია, იმდენი გააკეთეთ, რომ დედაშვილობა შემაძულეთ…“ – ემიგრანტი ქალის ემოციური მიმართვა
0
SHARES
3.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

„მე რომ შვილის ყოლის სურვილი არ მაქვს, ქართველებო, თქვენი ბრალია. დედა არასოდეს გავხდები თქვენ გამო” – საკუთარ ისტორიაზე საუბარს “პრაიმტაიმთან” საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ასე იწყებს.

ძნელია, მოუსმინო 24 წლის ლელას და შეეკამათო. უთხრა, რომ არც ისეთი სასტიკია ცხოვრება იმ ჭრილში, რომლიდანაც ის უყურებს და არც ისე მარტივია, მხოლოდ დამფინანსებლის ფუნქცია გქონდეს, როცა ოჯახის სიმძიმე მხრებზე მოიკიდე და მსუბუქ ჩემოდანთან ერთად, ათასობით კილომეტრი შენივე ოჯახის წევრების გამო გაიარე…

როცა მონატრებისა და მარტოსულობისგან არაერთი ღამე თეთრად, ცრემლებით გაათენე… როცა ხელფასის დღეს მხოლოდ იმისთვის ელოდები, რომ უახლოესი ადამიანებისგან მოჩვენებითი თბილი სიტყვები და საოცნებო მოკითხვა  გაიგონო…

როცა აღარც კი გატყუებენ და თავს იტყუებ, ვითომ უანგაროდ უყვარხარ, ვითომ აინტერესებ, ვითომ… ვითომ… ვითომ ცხოვრობ, მაგრამ ემიგრაციაში არსებობ იმის იმედით, რომ თბილ ფრაზებს “დე, მომენტარე”, “დე, მალე დაბრუნდი” დააფინანსებ…

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ეს სტატია ეხება მათ, ვინც მხოლოდ მაშინ იხსენებს ემიგრანტ მშობელს, როცა ხელფასის აღების დღე ახლოვდება, მერე კი, ისევ ერთი თვით გაუცხოება იწყება… მათი მაგალითი ლელასთვის იმდენად მტკივნეულია, რომ გადაწყვიტა, დედა არასოდეს გახდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ფიქრობს… რა იქნება ხვალ, არავინ იცის, მათ შორის – არც ლელამ…

„3 თვეა, რაც ათენში ჩამოვედი. 24 წლის ვარ, საქართველოში ვერაფერი გავაკეთე. ანაზღაურება ძალიან დაბალი მქონდა, მშობლებს ვერ ვეხმარებოდი კრედიტის გადახდაში, რომელიც ბინის საყიდლად ავიღეთ და მერიდებოდა.

ვიფიქრე, მეც სხვა ჩემი თანამემამულეების მსგავსად ემიგრაციაში წავალ, ოჯახსაც დავეხმარები და თანხას ჩემთვის დავაგროვებ, რათა დაბრუნების შემდეგ ბიზნესი წამოვიწყო და ცხოვრებას ვეწიო-მეთქი. ასეც მოვიქეცი.

საბერძნეთში ჩემი ნათესავი დამხვდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, აქ კერძო პანსიონატი დაიხურა და ერთ ოჯახში მოხუცის მომვლელად დავსაქმდი. არ არის რთულ მდგომარეობაში და ძალიანაც არ ვწვალობ.

ბიცოლამ ნელ-ნელა თავისი თანატოლები გამაცნო. ათენში მყოფი ქართველები ცენტრში, ომონიაზე ვიკრიბებით. წესი ასეთია, ქალები ადრე დგებიან, საქართველოში გზავნილების გრძელ რიგში თავიანთ ადგილებს იკავებენ, თან ერთმანეთის ამბებს კითხულობენ და გზავნილის დამადასტურებელ ქვითრებს ოჯახების წინაშე ვალმოხდილები ამაყად ინახავენ, მერე გზად ომონიაზე ყავას სვამენ და ერთმანეთთან ურთიერთობით მომავალ კვირამდე „საზრდოს“ იღებენ. მე ჯერ ახალი ვარ, ჯერ ვერ შევისისხლხორცე ჩემი ემიგრანტობის სტატუსი, როგორც სტუმარი, ჯერ ასე გარედან ვაფასებ ყველაფერს.

სანამ ბანკის გრძელ რიგებში ჩვენი ქალები დგანან, მათი ტელეფონები არ ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კალენდარი 30 რიცხვს უჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამ მონობის კუთვნილი თანხა აიღო და შვილებს თავის მოსაწონებლად გაუგზავნის…

რა თქმა უნდა, უწყვეტი ზარები საქართველოდანაა, ამდენი მინდა, დაამატე, ეგ რას გვეყოფა და ა.შ. მერე ბანკის რიგში იწყება მასესხე-ჩაგასესხებ, რათა გაზულუქებულ შვილებს აიფონების, ბრენდული ტანისამოსისა და კაფე-ბარებში დასხდომის მსუყე თანხაც დარჩეთ…

მერე, მომდევნო დღიდან წყდება ზარებიც და მშობლების მოკითხვაც. ისინიც, ჩემს მსგავსად, ახალგაზრდა გოგონები ჩამოვიდნენ და 30 რიცხვის მოლოდინში დაბერდნენ, გაჭაღარავდნენ. აქ იცით, რამდენი ქალი იტყუება, ვითომ წნევა მაღალი აქვთ და კაფეში შეკრებისას ყავას ვერ დალევენ?! ძალიანაც უნდათ, მაგრამ საკუთარი თავებისთვის 4-5 ევროს ვერ იმეტებენ.

აქ უმრავლესობა ჭაღარაა, თმის საღებავის ყიდვაც ფუფუნება ჰგონიათ, რათა ზედმეტი არ დახარჯონ… შეღებილები მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც კარგი, ხელგაშლილი ოჯახი შეხვდა. ტანსაცმელი? ბებიებისა და მათი მეზობლების გადაყრილ სამოსს იცვამენ, ამასაც ბოლომდე არ იმეტებენ და ფუთას საქართველოში გზავნიან.

იცით, რამდენჯერ გამიგონია,  – მეტი ვერ გამოგზავნე?! უფრო მეტი გვინდა… ეგ თანხა რას გვეყოფა?! ა.შ. რამდენჯერ მინახავს ატირებული დედები.

ისინი სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელ პოსტებს რომ წერენ, როგორი კარგი ოჯახები ჰყავთ და მალე საქართველოში წავლენ, სინამდვილეში გული უტირით საკუთარი უსუსურობით, მხოლოდ ბანკომატის ფუნქციითა და გაციებული შვილებით, მეუღლეებზე საუბარიც კი ზედმეტია…

აი, სწორედ ამიტომ, ამ თავდადებულ ქალებს რომ ვუყურებ და მათ უმადურ, ცივ, მოსარგებლე, უმადურ შვილებს, სწორედ ამიტომ, შვილს არასოდეს გავაჩენ, რომ ვერასოდეს გავხდები დედა ქართველებო, ეს, თქვენი ბრალია…

დედაშვილობა შემაძულეთ, ის დედაშვილობა, რომელსაც მაღალი ყანწებით ლოცავენ თქვენთან, საქართველოში…

სიცრუეში ცხოვრებას, ვითომ უსაზღვროდ საყვარელ დედას, გასაფრთხილებელ პერსონას და სინამდვილეში, ფინანსურად „გასაწეწ“ ვიღაცა ქალს, მარტო ვიყო და რეალისტი, მირჩევნია… ემიგრანტების ცხვირაბზუებული შვილები ვერ კი არა, არ ხედავენ იმ კამერიანი მაღალი ხარისხის ტელეფონებით თავიანთ დაბერებულ, ტირილისგან ჩაშავებულ-დასიებულ თვალებიან დედებს.

მათ მხოლოდ ანგარიში და ლარის ევროსთან სავალუტო მიმართების ოდენობა იციან, კიდევ ის იციან, რამდენჯერ გაიტყლარჭებიან კაფეებში შემდეგ გზავნილამდე, რა არის მოდაში და როგორ დაიბერონ ტუჩები… იციან ძვირფასი მანქანები და ის, რომ საწვავის ავზი სავსე უნდა ჰქონდეთ.

არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რა უჭირთ მათ დედებს, როგორ იკვებებიან ძირითადად, პურით და როგორ ამბობენ ყველაფერზე უარს ზედმეტი ხარჯისგან თავის ასაცილებლად. ერთადერთი რაც არ ენანებათ, ეკლესიის სანთლების შეძენაა, რომლებსაც ისევ თავიანთ გაზულუქებულ შვილებს უნთებენ და უფალს ავედრებენ.

ხანდახან მგონია, რომ ქართველი ემიგრანტი ქალები ოჯახების მსგავსად თავად ღმერთსაც კი დაავიწყდა… აი, ამიტომ, არც შვილი მინდა და არც თავის მოტყუება.” – ამბობს ლელა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ბოლო მომენტში გავიგე, რომ ბავშვის საოპერაციო ფულსაც ქალებს ახარჯავდა, ძალადობდა…” – რას ჰყვება მარტოხელა დედა, რომელსაც ქმარმა საშინელებები გაუკეთა

Next Post

რა მიზეზით ხვდება ახალგაზრდა ქალი ყოველ ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება…

Next Post
რა მიზეზით ხვდება ახალგაზრდა ქალი  ყოველ ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება…

რა მიზეზით ხვდება ახალგაზრდა ქალი ყოველ ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In