მომღერალი ნინი შერმადინი სალომე ბაკურაძის მეუღლის, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება.
,,შენ მოგიკვდი მე!!!!!!! ჩემო სიკეთის ბიჭო!
მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ვიდრე თავისი… ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი.
დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული. სალომე ბაკურაძე, როგორ მოვიდე ან რითი განუგეშო არ ვიცი, სანტის და ელენეს რა ვუთხრა”, – წერს ნინი შერმადინი.


