გორში, წმინდაწყლის უბანში, კაცი კორპუსის მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ქართლის ამბების ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 40 წლამდე ასაკის კაცი. მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


