• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის – როდიდან ამოქმედდება სიახლე?

by inew
11 November 2025
in საზოგადოება
0
ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის – როდიდან ამოქმედდება სიახლე?
0
SHARES
4.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.

რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.

„ეს არის ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაცია. ეს გულისხმობს გადახდების ისეთ სისტემას, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ირჩევს ყველაზე სწრაფ, იაფ და ოპტიმალურ გზას. ანუ „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“ შეამოწმებს მაგალითად, საკომისიოს ოდენობას, ოპერაციის სიჩქარეს და ტრანზაქციას განახორციელებს საუკეთესო გზით.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და ყველა საფინანსო ოპერაცია ამ [კონკრეტული] ბანკით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელიც ამოიცნობს ამ ბარათებს და კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, პირდაპირ ამ მაღაზიაში გადაირიცხება თანხები.

როდესაც მაგალითად, ბარათს დაადებს მცირე ბანკი, ვისაც ახლა გადახდის სისტემა არ აქვს, თავად ტერმინალი მიხვდება, რომელია ყველაზე სწრაფი, იაფი გზა, რომ ეს [გადახდა] გაკეთდეს. როდესაც დღეს მაღაზიაში შედიხარ, ყველა გვეკითხება, რომელი ბანკით გინდა გადახდა. უცხოეთში ალბათ, გინახავთ, ასეთი რამ არ არის – გაძლევს ერთ ტერმინალს და გადახდა ყველა ბარათიდან ხდება.

რაც შეეხება საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისვადებს, რომ მოირგონ ჭკვიანი სისტემა, ეროვნულ ბანკს ექნება ვალდებულება, შეიმუშაოს ყველა ის მექანიზმი, რომელიც საჭიროა.. კანონპროექტით დადგენილი ვადა აპრილამდეა, თუმცა, ეს არ არის დოგმა, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post

ზუგდიდში 15 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

Next Post
ზუგდიდში 15 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში 15 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.