• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მინდა ეს წერილი ჩემმა ძვირფასმა ქმარმა წაიკითხოს და თუ კიდევ შერჩა თავმოყვარეობის, სინდისისა და კაცობის ნამცეცი მაინც, იქნებ გონს მოეგოს…

by inew
12 March 2023
in საზოგადოება
0
მინდა ეს წერილი ჩემმა ძვირფასმა ქმარმა წაიკითხოს და თუ კიდევ შერჩა თავმოყვარეობის, სინდისისა და კაცობის ნამცეცი მაინც, იქნებ გონს მოეგოს…
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ისეთი გამწარებული ვარ, რაზეც სხვას დავცინოდი, იგივე გავაკეთე თვითონაც: ავიღე პასტა და ფურცელი, დაწვრილებით აღვწერე ჩემი გასაჭირი და ეს წერილი თქვენ გამოგიგზავნეთ.

მინდა, ჩემმა ძვირფასმა ქმარმა წაიკითხოს და თუ კიდევ შერჩა თავმოყვარეობის, სინდისისა და კაცობის ნამცეცი მაინც, იქნებ გონს მოეგოს.

17 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ამ 17 წლიდან პირველი-ორი წელი მუშაობდა. მართალია, ოჯახზე ზრუნვით თავს არ იკლავდა, მაგრამ სახლიდან მაინც გადიოდა და ის ხელფასი, რასაც იღებდა, თავისი მუცლის ამოსაყორად და თავისნაირი ლოთბაზარა ძმაკაცების გასამასპინძლებლად მაინც ჰყოფნიდა.

მერე კი სამსახურიდან მიაბრძანეს, როგორც კონფლიქტური და მსმელი. ჰოდა, მას მერე, აგერ უკვე 15 წელია, ჩემს კისერზე ზის. თავიდან ბოლომდე მე ვარჩენ.

აბსოლუტურად არაფერი ეხება, სახლში თითსაც არ გაანძრევს, თავზე ჭერიც რომ დაეცეს.

ნათურა რომ გადაიწვას, ისიც მე უნდა გამოვცვალო. ისეთი სამსახური მაქვს, მთელი დღე გასული ვარ სახლიდან. საღამოს დაღლილ-დაქანცული მოვდივარ სახლში და ეს ვაჟბატონი ისეთი აბობოქრებული და აგრესიული მხვდება, ლამისაა თავი მოვიკლა ხოლმე.

ბავშვი ხომ სულ მთლად შეშალა ჭკუიდან. 16 წლის ბიჭს რას აღარ აკადრებს, რას აღარ უწოდებს. გული მისკდება, რამე უბედურება არ დატრიალდეს. რაც ამის ცოლი ვარ, სულ მაყვედრის, ჩემს სახლში ცხოვრობო.

ჩემს მშობლებს წელიწადში ერთხელაც კი არ მოიკითხავს – განაწყენებულია კაცი: სამოთახიანი ბინიდან, რომელშიც მე, ჩემი ტყუპი და-ძმა, მშობლები და ბებია ვცხოვრობდით, რატომ არ დაშალეს და „ჩემი წილი“ არ მომცეს.

ერთი სიტყვით, ყოველთვის მყრალი და უხასიათო კაცი იყო, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, სმა დაიწყო. თავიდან კვირაში ერთხელ სვამდა, მერე ორ-სამჯერ, მერე – ყოველდღე. ეს ბოლო წელი კი დღეში ორ-სამჯერ სვამს, არაყს და თანაც უზომოდ.

მერე კი მოდის სახლში, უშვერად გვაგინებს მე და ჩვენს შვილს, თავ-ბედს იწყევლის, რომ მე გადამეყარა ცხოვრებაში, რომ შვილი (რომელსაც ჯერ სკოლა არ დაუმთავრებია) არ მუშაობს და არ არჩენს, რომ, მაპატიეთ და, ცოლობას არ ვუწევ.

არადა, ძალიან რომ მოუხშირა სმას, მაშინ ვუთხარი, აირჩიე, ან მე, ან არაყი-მეთქი. მაშინაც მითხრა და მერეც რამდენჯერმე გაიმეორა, ვეღარ გაიგე, რომ არაყი ავირჩიეო? ვუპასუხე, რადგან ასეთი არჩევანი გააკეთე, ჩათვალე, რომ ცოლი აღარ გყავს-მეთქი.

არც მჭირდებაო, – მითხრა, – თუ ქალი მომინდება, როგორმე მოვძებნი ვინმეს და შენი სახვეწარი არაფერი მექნებაო.

მაგრამ ახლა ხშირ-ხშირად მახსენებს ჩემს მოვალეობას, თუმცა პასუხად ერთსა და იმავეს იღებს: შენ არჩევანი უკვე გააკეთე და ახლა თავი დამანებე-მეთქი.

ჩემი დაქალი მამტყუნებს, ასე რომ ვიქცევი, მეუბნება, ქმარს უნდა მოეფერო და დაუყვავო, თუ გინდა, რომ შენს ჭკუაზე ატაროო. მე თვალთმაქცობა და აფერისტობა არ შემიძლია.

შეიძლება, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა. როგორ მოვეფერო კაცს, რომელიც ზიზღით მიყურებს, მაყვედრის იმას, რომ მე ვარჩენ, დილიდან საღამომდე ისე გავა დრო, ხმას არ გამცემს, თუ გამცა – მხოლოდ სალანძღავს და დამამცირებელს მეტყვის.

ალბათ, იტყვით, რატომ არ გაშორდებიო. სამჯერ წავედი სახლიდან ბავშვიანად. ერთი კვირის შემდეგ მოდიოდა, მუხლებზე დგებოდა და ბოდიშებს მიხდიდა და ცრემლების ღვარღვარით მთხოვდა, დავბრუნებულიყავი.

თავიდან მეგონა, მართლა ნანობდა, მართლა ვუყვარდი, მაგრამ მერე მივხვდი, იმიტომ მაბრუნებდა უკან, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, თორემ მეც და ბავშვიც ფეხებზე ვეკიდეთ.

ამას რომ მივხვდი, გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი სახლიდან, რადგან ეს კაცი იყო ჩემი ბედისწერა და ბოლომდე უნდა გამეძლო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ისე ამაზრზენად ექცევა ბავშვს (ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ), ეჭვი მეპარება, გავუძლებ კი?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ქეთი, 40 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარდა.. არ ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა წლების შემდეგ მეგობარმა ჩემზე შური საშინლად იძია…

Next Post

ვიცოდი, რომ დედას მანანა რძლად არ უნდოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ახლოს რომ გაიცნობს, კიდეც მოეწონება და კიდეც შეუყვარდებათქო, თუმცა ძალიან მწარედ შევცდი.. საბოლოოდ იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა და ვფიქრობ სწორად მოვიქეცი..

Next Post
ვიცოდი, რომ დედას მანანა რძლად არ უნდოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ახლოს რომ გაიცნობს, კიდეც მოეწონება და კიდეც შეუყვარდებათქო, თუმცა ძალიან მწარედ შევცდი.. საბოლოოდ იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა და ვფიქრობ სწორად მოვიქეცი..

ვიცოდი, რომ დედას მანანა რძლად არ უნდოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ახლოს რომ გაიცნობს, კიდეც მოეწონება და კიდეც შეუყვარდებათქო, თუმცა ძალიან მწარედ შევცდი.. საბოლოოდ იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა და ვფიქრობ სწორად მოვიქეცი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In