უკრაინაში რუსულ აგრესიას 23 წლის იულია კოვალის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, იულია ოკუპანტებმა ჩაცხრილეს, როდესაც ის და მისი მეუღლე ცდილობდნენ ოჯახის გამოყვანას დაბომბვის ზონიდან.
როგორც მედია წერს, ქმარი გადარჩა და კვლავ აგრძელებს მუშაობას მოხალისედ.
„ომის დაწყებიდან ის და მისი ქმარი ჰუმანიტარულ დახმარებას ეწეოდნენ, გადაჰქონდათ საკვები და ოჯახებს უსაფრთხო ადგილას განთავსებაში ეხმარებოდნენ, ჩემი ოჯახიც მათ გადაარჩინეს”, – ამბობს უკრაინულ მედიასთან ოჯახის ახლობელი.
ამასთან, უკრაინული მედია გარდაცვლილის მეუღლესაც ესაუბრა. ის ჰყვება, რომ უბედურ დღეს, იულიას დაბომბილი სალტოვკადან უნდა გამოეყვანა ხალხი.
“იქვე მახლობლად, სპორტული კლუბი იყო, რომელიც ჩემს ნაცნობს ეკუთვნოდა. დახმარება ვთხოვე, რომ მეუღლისთვის ტკბილეული მიმეტანა. მინები ჩამსხვრეული იყო… მერე აფეთქება მოხდა. გავიქეცი, მაგრამ იულია ვერ ვიპოვე… მას ძალიან ძლიერი ხასიათი ჰქონდა და მიზანდასახული იყო”,- ამბობს ოლეგი მეუღლეზე საუბრისას.
ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..