საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი, აქ და ახლა. ამ რთულ ბოლო ჟამს!
14.10.2024 წლის ჩანაწერი ( მას ყველა იცნობთ) მისი გარდაცვალება დიდ ცვლილებებს მოიტანს საპატრიარქოში და არა მარტო !!!
არ დაგავიწყდეთ ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა!
პ.ს. მეორედ მოსვლა ნიშნავს თავიდან მოვიდეს უფალი დედამიწაზე, სადაც ადამიანები ისევ ორად გაიყოფიან და იგივე განმეორდება, როგორც ადრე მოხდა!!!
მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გადაგარჩენთ! საქართველო ის თვითონ არის სალოცავი და უამრავი ქვეყნის გასაღები“,- წერს გოგა მანია.