• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,მისი მეუღლე სამაშველოში მორიგე იყო, ავარიის ადგილზე მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა…”- სენაკში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

by inew
8 March 2025
in საზოგადოება
0
,,მისი მეუღლე სამაშველოში მორიგე იყო, ავარიის ადგილზე მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა…”- სენაკში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
0
SHARES
655
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილი ქალის ახლობლები მომხდარის შესახებ ყვებიან:

თაზო ბენიძე:

– სოფო ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. 17 მარტს 28 წლის გახდებოდა, ამ დღისთვის ვემზადებოდით ყველანი, რადგან მას ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და მართლა ლამაზ დღესასწაულს აწყობდა ხოლმე, მაგრამ თავს დაგვატყდა ეს თავზარდამცემი ამბავი.

ჩვენი სოფო, ჩვენი კარგი მეგობარი არ გვყავს. ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით ერთად ბავშვთა გასართობ ცენტრში, სოფო ძირითადად დიზაინზე მუშაობდა, მაგრამ როცა ბავშვების გასართობად მივდიოდით გასართობ ფორმებსაც და შესაბამის როლსაც მშვენივრად ირგებდა. კარგად ართობდა ბავშვებს. ფოტოებიც კი დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ულამაზესი სოფო როგორ ართობს ბავშვებს. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ულამაზებდა ადამიანებს დღეებს, განსაკუთრებით უყვარდა ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც მეგობარიც, არაჩვეულებრივი იყო.

ყველას გვერდში მდგომი, გულს ამოიღებდა და მოგცემდა. სასწაული მეოჯახე იყო. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მეუღლე შვილები. მართლა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო სოფო. უბოროტო, უზომოდ კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ყოველი დღის გათენება უხაროდა. მის სახეზე სევდას ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური და მართლა სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მითუმეტეს ახლა უბედნიერესი იყო, რომ გაიგო მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდებოდნენ მესამე შვილის დაბადებას.

შარშანაც იყო ფეხმძიმედ, მაშინ მოეშალა მუცელი და ძალიან განიცადა, ახლა რომ დაფეხმძიმდა, ძალიან გახარებული იყო. მეხუთე თვეში იყო. საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ გიორგი და სოფოს. მართლა უდიდესი სიყვარული. თვალებში შესციცინებდნენ ხოლმე ერთმანეთს. რა ვთქვა არ ვიცი. ძალიან მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. მერე სოფომ თავისი კომპანია შექმნა, საოცარ დეკორაციებს და დიზაინს ქმნიდა, მართლა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მისმა კომპანიამ და სენაკში თითქის ყველა იცნობდა სოფოს. ალამაზებდა ქორწილებს, დაბადების დღეებს. ძალიან რთულია წარსულ დროში საუბარი ამ სიცოცხლით სავსე ადამიანზე, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სოფო ჩხოროწყუდან იყო, მისი მეუღლეა სენაკელი და ყველაზე დიდი ტრაგედია ისიც არის მისი მეუღლე მივიდა ერთ-ერთი პირველი ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი მეუღლე დახვდა. სოფოს მეუღლე სამაშველო

სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს სასწრაფო და სამაშველო. მისი მეუღლე იმ დღეს მორიგე იყო და სამაშველო ჯგუფში, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ის იყო. იქ მისულს კი თავზარდამცემი ამბავი დახვდა. მთელი ქალაქი დასტირის მას და ყველას გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ.

– საჭესთან თვითონ იჯდა?

საჭესთან თვითონ იჯდა, მარტო ყოფილა, ძველ სენაკში ცხოვრობდა და მიდიოდა სახლში, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზიდან და შხეფის გზაზე დაეჯახა ტაძრის ღობეს, შემდეგ დაეჯახა ბოძს და მანქანა ამოტრიალდა. შხეფში ეკლესია რომ არის, იქ დატრიალდა ეს უბედურება. მიზეზი არავინ იცის…

მართალია კლინიკაში გადაიყვანეს და რეანიმობილიც გამოიძახეს, მაგრამ ძალიან მძიმედ ყოფილა დაშავებული და ამბობენ თურმე ექიმები, გადარჩენის შანსი ერთი პროცენტიც არ იყოო. ეს საშინელებაა. ვინც ახლო მეგობრები ვართ ჩვენ ვიცით როგორ უყვარდათ ცოლ-ქმარს ერთმანეთი, მართლა თითით საჩვენებელი ოჯახი ჰქონდათ და ასეთი ტრაგედია მოხდა.

ვუსამძიმრებ ყველას. სიტყვები უძლურია ამ დროს. შარშან წინ ზუგდიდში ნატო ბერულავა რომ გაიტანა მანქანამ და ქალი ადგილზე რომ გარდაიცვალა ის სოფოს დეიდა იყო. ახლა ჩვენი ყველაზე კეთილი გოგო ავარიით დაიღუპა. ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ემზადებოდა 17 მარტს თავისი დაბადების დღისთვის და ეს ტრაგედია მოხდა.

დაუსრულებლად შემიძლია მის სიკეთეებზე საუბარი. უბოროტო, არაჩვეულებრივი ხასიათის გოგო იყო, რომელიც მუდამ პოზიტიური, მომღიმარი იყო. სოფო როგორ დატოვე შენი ორი ანგელოზი, შენს გიოს როგორ უღალატე, სიცოცხლეზე მეტად რომ გიყვარდა. როგორი ძნელია მეგობარო შენზე წარსულში საუბარი, ჩვენო უღალატო და უბოროტო სოფო. გული მომიკალი, როგორ ვერ გაუძელი. არ მინდა დაჯერება. წახვედი და წაიღე ყველას სიყვარული. ორი სიცოცხლე ერთად გაფრინდით.

სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერს ამ ტრაგედიაზე, ერთ- ერთია გოგონა, რომელიც როგორც ჩანს კლინიკაში მუშაობს და ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო.

“სოფო ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა რომ არ დანებდებოდი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა. ღმერთო რა საშინელი შეგრძნება შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, ისევ ასეთი ლამაზი

მემახსოვრები და არა ისეთი როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

“ის იყო სიცოცხლით სავსე, მიდამ ღიმილიანი, კეთილი და უბოროტი. გლოვობს და ტირის მთელი ქალაქი ყველას გულთან მივიდა ეს საშინელი ამბავი და ყველა განიცდის. როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ, როგორ შეიძლებოდა შენნაირ ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარულ, მებრძოლ ადამიანს სიცოცხლე არ დასცალდეს, როგორ უნდა დავიტიოთ ამხელა ტკივილი, რამხელა უსამართლობაა”,- წერს კიდევ ერთი ახლობელი.

წყარო: კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ეს დღეს ჩაიდინა, რამ შვა ასეთი სატანა” – ვის შესახებ საუბრობს შალვა ნათელაშვილი?

Next Post

,,სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ…” – რას ამბობს სალომე სამადაშვილი?

Next Post
,,სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ…” – რას ამბობს სალომე სამადაშვილი?

,,სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ…” - რას ამბობს სალომე სამადაშვილი?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In