როდესაც მეტეხის ხიდიდან წყალში მანქანით ახალაგაზრდა ბიჭი გადავარდა და გარდაიცვალა, ეზოთერიკოს გოგა მანიას გამომწერებს იანვარში მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გაახსენდათ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მტკვარში მანქანას ხედავდა.
ამჯერად, 9 მარტს, გოგა მანიამ შემდეგი შინაარსის წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა – „ბიზნესმენის გარდაცვალება – მას დახვდებიან აუცილებლად და პირდაპირ მისი გარდაცვალება მიდგას თვალწინ“.
14 მარტს კი ვაკეში, სახლთან დახვდნენ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმას, რომელიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში არაერთ ბიზნესს ფლობდა.