• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 21, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მის შესახებ არაფერს ვკითხულობ, არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის“ – თიკა მახალდიანი საშინელი ტრაგედიის დღეს დეტალურად იხსენებს

by inew
23 July 2025
in საზოგადოება
0
„მის შესახებ არაფერს ვკითხულობ, არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის“ – თიკა მახალდიანი საშინელი ტრაგედიის დღეს დეტალურად იხსენებს
0
SHARES
83
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2020 წლის 19 აპ­რილს, აღ­დგო­მა დღეს, სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, მე-7 სარ­თულ­ზე, ბი­ნის ერთ-ერთ ოთახ­ში მყო­ფი თა­მარ ან­თე­ლა­ვა, სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­ვარ­დნილ­მა ტყვი­ამ შე­ი­წი­რა. ტყვია კე­ფა­ში მოხ­ვდა. უც­ნა­ურ ხმა­ურ­ზე ოთახ­ში შე­სულ ოჯა­ხის წევ­რებს ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლის ამ­ბავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 52 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი – თა­მარ ან­თე­ლა­ვა მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დედა გახ­ლდათ. თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი ჩვე­ნი სტუ­მა­რია და მათი ოჯა­ხის მიერ გან­ვლილ იმ მძი­მე ამ­ბავს 5 წლის შემ­დეგ Ambebi.ge-ს უყვება.

,,2020 წლის 19 აპ­რი­ლი იყო, აღ­დგო­მა და პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი ცალ­კე ვცხოვ­რობთ და ჩვენ­თან სახ­ლში ვი­ყა­ვით. დედა, მამა, ჩემი ძმა და ბე­ბია ერ­თად იყ­ვნენ იმ სახ­ლში ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე. დედა მა­ნამ­დე 2 თვე არ მყავ­და ნა­ნა­ხი, პან­დე­მი­ა­ში მათ­თან კონ­ტაქტს ვე­რი­დე­ბო­დი. ხომ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არა­ვინ ნა­ხოთ, სახ­ლში იყა­ვი­თო და ამას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით. დე­და­ჩემს ჩემს შვილ­ზე სული ელე­ო­და, გიჟ­დე­ბო­და, ამი­ტომ რომ ვერ მივ­დი­ო­დით მათ­თან, ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვუ­რე­კავ­დით, – სულ ვი­დე­ო­ზა­რე­ბი გვქონ­და. იმ ლოკ­და­უ­ნის დროს ძი­რი­თა­დად ასე ვურ­თი­ერ­თობ­დით. ჩემი შვი­ლიც სულ თა­მუ­ნა, თა­მუ­ნას გა­ი­ძა­ხო­და და თვი­თო­ნაც ურე­კავ­და ხოლ­მე… ბავ­შვი რომ ვერ ვა­ნა­ხე და ახლა ცალ­კე ამას ვერ ვი­ნე­ლებ… დედა 19-ში, აღ­დგო­მას დი­ლი­დან რა­ღა­ცებს ამ­ზა­დებ­და, ჩვენ­თვის რომ გა­მო­ეგ­ზავ­ნა და კუ­რი­ე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა კი­დეც…

19-ში სა­ღა­მოს ბავ­შვს და­სა­ძი­ნებ­ლად ვამ­ზა­დებ­დი და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ და­მი­რე­კა – რას შვრე­ბიო. ცოტა გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მა­ნამ­დე ვე­ლა­პა­რა­კე, ერ­თმა­ნეთს აღ­დგო­მა მი­ვუ­ლო­ცეთ. ხმა ოდ­ნავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. ზუს­ტად არა, მაგ­რამ რა­ღაც იცო­და, მე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მი­თხრა, – ჩემს მე­უღ­ლეს შენს მე­უღ­ლეს­თან საქ­მე აქვს, და­უ­ძა­ხე და ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ე­ციო. მეც ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ვე­ცი. ის იქით ოთახ­ში გა­ვი­და და რა­ღა­ცას ლა­პა­რა­კობ­და. რომ შე­მობ­რუნ­და, თქვა, – შენს სახ­ლთან, ეზო­ში, რა­ღაც სრო­ლა ყო­ფი­ლა, ვი­ღა­ცებ­მა იჩხუ­ბეს, თა­მუ­ნა ფან­ჯრი­დან იხე­დე­ბო­და, ტყვია მოხ­ვდა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. მა­თაც ასეთ დო­ნე­ზე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია. ამის გა­გე­ბის მერე არა­ფე­რი მახ­სოვს. გავ­გიჟ­დი ეზო­ში სრო­ლა იყო, მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ტყვია რო­გორ ავარ­და-მეთ­ქი?!.

მერე ვი­ღა­ცე­ბი რე­კავ­დნენ, იყო ამ­ბა­ვი, რო­გორც ჩანს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო და მი­თხრა, ჩა­იც­ვი, მივ­დი­ვართ, თან კორ­სიზს მაძ­ლევ­და, – და­ლი­ეო. აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მთხოვ­და, ბავ­შვი კარ­გად და­ი­ჭი­რე ხელ­ში, მივ­დი­ვარ­თო. ჩემს სახ­ლთან რომ მი­ვე­დით, და­უ­რე­კეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლაო, მაგ­რამ სა­ნამ ეზომ­დე არ მი­ვე­დით, მე ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დი. იქ კი უკვე ჩე­მით მივ­ხვდი, რა უბე­დუ­რე­ბაც მოხ­და… ეზო ხალ­ხით იყო სავ­სე, პო­ლი­ცია და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი ტრი­ა­ლებ­და. ფილ­მებ­ში რომ გი­ნა­ხავს, ისე­თი ამ­ბა­ვი იყო. სი­ტყვე­ბით ვერ ავ­ხსნი, რას გან­ვიც­დი­დი, რა მჭირ­და, – აზ­როვ­ნე­ბა მი­ჭირ­და, მქონ­და შოკი, ტკი­ვი­ლი, გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ელდა – ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ო­და. მერე ჩემ­მა და­ქალ­მა სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მას­თან ვი­ყა­ვი. ჩე­მით ვერ ვმოძ­რა­ობ­დი, ხალ­ხს დავ­ყავ­დი, ვერ ვაზ­როვ­ნებ­დი. შემ­დეგ ისიც გა­ირ­კვა, რომ ტყვია არც ისე ახ­ლო­დან, კორ­პუ­სი­დან იყო ნას­რო­ლი – ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე და სახ­ლში შე­მო­ვარ­და…

დედა იმ დროს რას აკე­თებ­და?

– სა­ვარ­ძელ­ზე იჯდა და კომ­პი­უ­ტერ­ში რა­ღა­ცას უყუ­რებ­და… სახ­ლში შე­მო­ვარ­დნი­ლი ტყვია კე­ფა­ში მოხ­ვდა. სხვა ად­გი­ლას რომ მოხ­ვედ­რო­და, შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თან გამ­ჭო­ლი არ იყო.

– იმ პე­რი­ოდ­ში დე­დას­თან ერ­თად ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და?

– მამა, ჩემი ძმა და ბე­ბი­ა­ჩე­მი. დედა და ბე­ბია ერთ ოთახ­ში იყ­ვნენ. ბე­ბი­ა­ჩე­მი ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და და წინ იჯდა, მა­მა­ჩე­მი და ჩემი ძმა სხვა ოთახ­ში იყ­ვნენ. ჯერ უდი­დე­სი მსხვრე­ვის ხმა გა­ი­გეს და ეს იყო აივ­ნის შუშა, რო­მე­ლიც ჩა­მო­იმ­სხვრა. ამ ხმა­ზე გა­მოც­ვივ­დნენ, ოღონდ თა­ვი­დან ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რა მოხ­და.

– თუ მო­ას­წრო დე­დამ რა­მის თქმა?

– არა, ვე­რაფ­რის. ბე­ბია ამ­ბობ­და, ვუ­ძახ­დი, – თამო, თამო – ხმას არ მცემ­დაო. ძა­ლი­ან მალე გა­არ­კვი­ეს და და­ად­გი­ნეს ტყვია, სა­ი­დან იყო ნას­რო­ლი და იმ ადა­მი­ანს პირ­და­პირ სახ­ლში მი­ად­გნენ. ეძი­ნა და რომ უთხრეს, ადა­მი­ა­ნი მო­კა­ლიო, – თურ­მე შოკ­ში ჩა­ვარ­და. ალ­ბათ ეგო­ნა, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი ესიზ­მრე­ბო­და. პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, აღ­დგო­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავ­და. 9 სა­ა­თის­კენ სტუმ­რე­ბი გა­ა­ცი­ლა, რად­გან ლოკ­და­უ­ნის გამო უკვე სახ­ლში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. რომ შე­მობ­რუნ­და, ნას­ვა­მი იყო, ია­რა­ღი ის­რო­ლა, დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა… და­ი­ჭი­რეს…

სად არის ახლა?

– თუ მარ­თლა და­მი­ჯე­რებთ, არ ვკი­თხუ­ლობ მის შე­სა­ხებ არა­ფერს. არ მინ­და, ვი­ცო­დე, სად არის, გა­მო­ვი­და თუ ისევ სას­ჯელს იხ­დის…“, – ამბობს მომღერა:

წყარო: Ambebi.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცნობილია, როდის დაიწყება ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა! - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.