თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია ის არის 29 წლის სერგი შტააძე, ახალგაზრდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილიდან.
“ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, 3 დღიანი ძებნის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა 29 წლის მამაკაცის ცხედარი მიტოვებულ შენობაში იპოვეს. თავდაპირველად პოლიციელებმა მობილური ტელეფონი იპოვეს, რომლის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ამის შემდეგ მიტოვებულ სახლში იპოვეს სერგი შტააძის ცხედარი.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. იმავეს აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. როგორც “ტვ პირველი“ აცხადებს, მათთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ ცხედარი დეტალურად დაათვალიერეს და ცხედარს მრავლობითი დაზიანებები მართლაც აღენიშნება.
,,3 დღე ეძებდნენ… გუშინ იყო პოლიცია, დილაუთენია გაასვენეს… ქუჩაში იყო დაგდებული, ძვლები აქვსო დამტვრეული,“ – აცხადებენ ადგილობრივები.

