სამი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ლაშას, სამომავლო გეგმებს ვაწყობდით, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ლაშამ თქვა, რომ მას დაშორება უნდოდა. ალბათ, როგორც ყველა გოგონას, მინდოდა ჩემს კითხვაზე პასუხების მიღება.
მან მითხრა, რომ სხვას შეხვდა. და მას არ შეუძლია წარმოიდგინოს თავისი ცხოვრება მის გარეშე.
რა თქმა უნდა, ვტიროდი, ისე რომ მას დაენახა თი როგორ ცუდად ვიყავი მის გარეშე. ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
შემდეგ მე თვითონ გადავწყვიტე, რომ რაიმე სახის ჰობის პოვნა მჭირდებოდა. მადლობა ღმერთს 21-ე საუკუნეში ეს არ არის რთული.
მე დავრეგისტრირდი გაცნობის საიტზე. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც სურდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მე ვეძებდი განსაკუთრებულს.
მიმოწერა დავიწყე ახალგაზრდა კაცთან, ნიკასთან. ორკვირიანი მიმოწერის შემდეგ, ბოლოს შეხვედრა შემომთავაზა. დავთანხმდი რა თქმა უნდა. ის ჩემი ქალაქიდან იყო, პორველად კაფეში შევხვდით, შემდეგ კინოში წავედით. სახლში რომ მიმიყვანა, მან თქვა, რომ კიდევ სურდა შეხვედრა.
ხშირად მოდიოდა ჩემთან, მე მას დედაჩემიც კი გავაცანი.როგორც ამბობენ, ცხოვრება გაუმჯობესდა.
დავინახე, რომ მას სერიოზული ურთიერთობა სურდა. მე კი სამწუხაროდ ვხვდებოდი რომ მე მას ვხვდებოდი არა სერიოზული ურთიერთობისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი ყოფილისთბის მეჩვენებინა რომ მეც ბედნიერი ვარ.
ჩვენ ვხვდებოდით ოთხი თვის განმავლობაში. და რატომღაც ერთ დღეს შემთხვევით გადაგვეკვეთა ჩემი ყოფილი სავაჭრო ცენტრში. მისი თქმით, იგი დაშორდა თავის შეყვარებულს და ეს მისი შეცდომა იყო. მაშინ გულწრფელად გამიხარდა, რომ ის მარტო დარჩა.
შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ ჩემს ახლანდელ შეყვარებულთან განშორება მჭირდებოდა. იმავე საღამოს ვუთხარი, რომ მას ვშორდებოდი. მან განსაკუთრებით არაფერი უთქვამს და არც ახსნა მოუთზოვია. ველოდი, რომ ჩემი ლაშა პატიებას ითხოვდა და ჩემთან დაბრუნდებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ნიკა საკონდიტროში შემხვდა, ის ისევ მოსიყვარულე თვალებით მიყურებდა.
მან თქვა, რომ იგი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მოხვდა. კუჭზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ უკვე ყველაფერი კარგადაა და ის გამოჯანმრთელდა. იქ შეხვდა ახალგაზრდა ექთანს და მათ შეხვედრა დაიწყო.
ვიდექი და ჩუმად ვუსმენდი ამ ყველაფერს. ბოლოს და ბოლოს, საამაყო არაფერი მქონდა, რადგან ჯერ კიდევ მარტო ვიყავი. ლაშას არც კი უფიქრია ჩემთან დაბრუნება და მე მივხვდი რომ სისულელე ჩავიდინე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..