• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიყვიროდა შე არაფრის მაქნისო ქალო, საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლადო… არადა ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
მიყვიროდა შე არაფრის მაქნისო ქალო, საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლადო… არადა ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს
0
SHARES
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა, მე ქეთი ვარ, 19 წლის, ორი შვილის დედა. 14 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. ჩემს ქმარს ლევანი ჰქვია. ის მაშინ 25 წლის იყო. როგორც მე, არც მას სურდა ჩემი ცოლად მოყვანა, მაგრამ იგი ვალდებული იყო ჩვენი ტრადიციების წინაშე.

პირველად ჩვენი ქორწინების შესახებ დედამ მითხრა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე. მითხრა, რომ ოჯახის სახელი არ უნდა შემერცხვინა, ვიღაც უცხო კაცს უნდა გავყოლოდი ცოლად, მასთან შვილები მყოლოდა, დიასახლისი ვყოფილიყავი, არადა, მე მხოლოდ სკოლაში სიარული, განათლების მიღება და ბავშვებთან ერთად გართობა მინდოდა.

დედას უარი ვერ ვუთხარი. ვერ გავბედე. ასეთი იყო ჩემი – არის გოგონას ბედი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა. მე გამათხოვეს. გამათხოვეს როგორც ნივთი. ლევანს მიმათხოვეს. მიმყიდეს. მიმასესხეს. ფულში გამცვალეს. ჩემზე უარი თქვეს. თავისუფლება წამართვეს.

ლევანი მაღალი, შავთმიანი ბიჭი იყო, თვალები თითქოს სიკეთით ჰქონდა სავსე. მაშინ რატომღაც იმედი დამიბრუნდა. მეგონა შემიყვარდებოდა და ეს ქორწინებაც არ გამოვიდოდა ყალბი. მისმა თვალებმა მომატყუა. მისმა საოცრად ლამაზმა, შავმა, მაყვალივით თვალებმა. ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ქორწილიდან ერთი კვირის მერე პირველად მიყვირა.

– შენ არაფრის მაქნისო ქალო!

– რატომ მიყვირი?

– საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?

– არასდროს მიფიქრია 14 წლის ასაკში გათხოვებაზე.

– აბა რაზე ფიქრობდი, ჰა? – ტონს აუწია. თავისი ლამაზი, შავი თვალები გაუდიდდა, აღარ იყო ისეთი ლამაზი, აღარც მაყვალსავით შავი აღარ იყო. მაშინ შემეშინდა. ძალიან შემეშინდა და ჩურჩულით ვთქვი.

– სწავლაზე.

– რაზე?

– სწავლაზე – ხმას ავუწიე. სიცილი დაიწყო და გვერდით ოთახში გავიდა.

მას მერე 5 წელი გავიდა. ახლა უკვე სრულწლოვანი ვარ. სრულწლოვანი ვარ, მაგრამ რა? არც არაფერი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ლევანის თვალები შეიცვალა.

ვეღარსად ვხედავდი იმედს. მხოლოდ ბრაზს. მასთან შვილების გაჩენაზე არც არასდროს მიფიქრია. ოჯახმა დამაძალა. ახლა კი ორი შვილი მყავს. არ იფიქროთ, რომ ჩემი შვილები არ მიყვარს. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს. რაღაცნაირად მგონია, რომ არა ისინი, სახლიდან უკვე დიდი ხნის წამოსული ვიქნებოდი. არ ვიცი… მაგრამ ბავშვებს ხომ უნდათ მამა. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ასე ფიქრობს.

ერთი მეგობარი მყავს, თბილისში სწავლობს. უკვე მეორე კურსზეა, მალე გერმანიაში წავა და იქ ისწავლის, შემდეგ კი შეეძლება იმუშაოს და ჰქონდეს შემოსავალი. ის საზოგადოების წევრია, როგორც ყველა.

მე… მე შემიძლია სუპი მოგიმზადოთ. იცით ძალიან, ძალიან გემრიელ სუპს ვაკეთებ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. ან შემიძლია რაიმე მოგიქარგოთ. ესეც კარგად გამომდის. თუმცა არ შემიძლია ურთიერთობა დავამყარო საზოგადოებასთან, გარდა გამარჯობის თქმისა, არც მუშაობა შემიძლია, მე გაუნათლებელი ვარ.

ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა საკუთარი თავი. წამართვა ჩემი ოცნებები. წამართვა ჩემი მიზნები. მაქცია ნივთად. ვარ გაუნათლებელი, 8-კლასდამთავრებული ქალი, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. გამოიწვია ის, რომ მე საზოგადოებისგან გარიყული ვარ. ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა ყველაფერი, რაც შეეძლო რომ წაერთმია.

მაგრამ მე მაინც დამრჩა სულ პატარა იმედი. იმედი, რომელიც გადამარჩენს და მიშველის. რომელიც მომცემს განათლებას და მოსიყვარულე ქმარს. მე ვოცნებობ.

მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ძლიერი ქალი.

მე ვოცნებობ, რომ მივიღებ შესაფერის განათლებას.

მე ვოცნებობ, რომ ვიმუშავებ და მექნება ჩემი ხელფასი.

მე ვოცნებობ, რომ შემიყვარდება ვინმე.

მე ვოცნებობ, რომ შევქმნი ოჯახს.

მე ვოცნებობ, რომ ვიქნები თავისუფალი.

მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ადამიანი.

მე ვოცნებობ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წელს გაუქმდა ის კანონი, რომლის მიხედვითაც 16 წლის პირს შეეძლო მშობლის თანხმობით ქორწინება.

სტატისტიკური მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

მთავარი ფოტო: ანასტასია ასანიშვილი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“ჩემმა ქმარმა ვალის გასაქვითად, კაცს 3 თვით მიმაქირავა. სამაგიეროდ, ნარკოტიკს ყოველდღე უფასოდ იღებდა”

Next Post

ქმარმა სატენი გადამიჭრა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რომ დავინახე რაც გააკეთა უფრო მეტად შემიყვარდა

Next Post
ქმარმა სატენი გადამიჭრა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რომ დავინახე რაც გააკეთა უფრო მეტად შემიყვარდა

ქმარმა სატენი გადამიჭრა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რომ დავინახე რაც გააკეთა უფრო მეტად შემიყვარდა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In