ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორან “კახელებთან” 40 წლამდე მამაკაცს ესროლეს.
მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია