თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილს“ 12 ივლისიდან 45 დღით დაკეტავენ.
დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზედატვირთული მეტროსადგური 1,5 თვით მგზავრებს არ მოემსახურება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
წყარო: რადიო თავისუფლება