• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 26, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

by inew
19 December 2025
in საზოგადოება
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
0
SHARES
2.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა.

„ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.

მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას მოიაზრებს. თავის მხრივ, მთლიანი ინფლაციის მიზნობრივიდან ხანგრძლივად გადახრამ შესაძლოა ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედოს. ასევე ამ სცენარით, გლობალურად მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასების ცვლილებაც საყურადღებო ფაქტორად რჩება. განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავების პირობებში, ნავთობის ფასების მოსალოდნელი დინამიკა ცენტრალურთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ეკონომიკური ფრაგმენტაციის მოსალოდნელზე მეტად გააქტიურებაც კვლავ ინფლაციურ რისკად რჩება, რადგანაც მან შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და გლობალურად გაზარდოს ინფლაცია. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს. ამავდროულად, დოლარის სუსტი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის კლებადი ტენდენციასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. ცენტრალური სცენარის შესაბამისად, მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. თუმცა, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მპკ მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გაამკაცროს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს გაიმართება.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დღეს ნიკოლოზობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

Next Post

ნიკუშა სააკაშვილი 20 წლის გახდა! – ვერ წარმოიდგენთ, რას საქმიანობს ექსპრეზიდენტის შვილი?

Next Post
ნიკუშა სააკაშვილი 20 წლის გახდა! – ვერ წარმოიდგენთ, რას საქმიანობს ექსპრეზიდენტის შვილი?

ნიკუშა სააკაშვილი 20 წლის გახდა! - ვერ წარმოიდგენთ, რას საქმიანობს ექსპრეზიდენტის შვილი?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.