ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კოორდინატების გასაგებად უცნობი ადამიანი თავისის შვილის საბავშვო ბაღში მივიდა.
მუსერიძე საჯაროდ აცხადებს რომ მსგავსი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს და ისტორიის გაზიარების, ან მისით დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებმა ჯგუფს უნდა მიმართონ.
“მეგობრებო ‼️‼️
ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი‼️‼️
რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს. რომ კითხეს ვინ ბრძანდებითო, უთხრა რომ ვიღაც ყავდა დაკარგული და ჩემი დახმარება ჭირდებოდა.
უმორჩილესად გთხოვთ, მეტიც ! მოვითხოვ რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკაოთ ! ჩემი შვილების ბაღში და სკოლაში არ მიხვიდეთ ! თუ პირადად ჩემთან კონტაქტზე ვერ გამოდიხართ (რაც ძალიან მეეჭვება) მიწერეთ ჯგუფის ნებისმიერ ადმინს.
ჩვენ ერთნი ვართ და ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის გაესაუბრებით”,- წერს თამუნა მუსერიძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..