• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, June 24, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მომაკვდავ ადამიანს ვგავდი, ვერ დავდიოდი, ბოდბეში, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი.. დედა გაოცებისგან ვერ სრულ შოკში იყო“ – სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს შეემთხვა

by inew
25 July 2021
in საზოგადოება
0
“მომაკვდავ ადამიანს ვგავდი, ვერ დავდიოდი, ბოდბეში, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი.. დედა გაოცებისგან ვერ სრულ შოკში იყო“ – სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს შეემთხვა
0
SHARES
3.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მონაზვნური ცხოვრება 1991 წელს განახლდა. მანამდე აქ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხოლო მის შემოგარენში, მოკრძალებულ ქოხებში, რუსი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ამჟამად მათგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ყველამ მიაბარა უფალს ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლით დამაშვრალი სული.

1996 წელს მოღვაწეთა ახალი თაობა მოვიდა მონასტერში და იღუმენია თეოდორას (მახვილაძის) ხელმძღვანელობით წმინდა სავანის აღორძინებას შეუდგა. მონასტრიდან ქვემოთ, ხეობაში, მოჩქეფს წმინდა ნინოს წყარო, რომელიც, ისტორიული გარდამოცემის თანახმად, წმინდანის ლოცვით აღმოცენებულა.

სასოებითა და რწმენით მოსულებს ეს ანკარა წყარო ოდითგანვე აპკურებდა თავის მაცოცხლებელ, გამამრთელებელ და განმწმენდელ ძალას. 2000 წლამდე ამ ადგილას რკინის გეჯა იდგა, რომელიც შემოდგომაზე – ფოთლებით, ხოლო ზამთარში თოვლით იფარებოდა.

მადლიანი ადამიანებისა და მონასტრის მოღვაწეთა თაოსნობით წყაროზე ემბაზი აშენდა და ღირსეული პატივი მიეგო ამ ადგილს. იქვე აიგო წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება. დღემდე ურიცხვი ხალხი მოედინება წყაროსკენ და წმინდა ნინოს შეწევნას სასოებითა და რწმენით მინდობილი, სასწაულებრივ კურნებას იღებს.

20 წლის ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სასწაულმოქმედი წყაროს მაკურნებელი ძალა. აი, რა გვიამბო მან:

დაახლოებით 9 წლის წინ, 11 წლისა, მძიმედ გავხდი ავად. საზღვარგარეთ ვიმკურნალე. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იქიდან დაბრუნებისას ფრენამ ცუდად იმოქმედა და ძალიან დავსუსტდი. ახლობლების დაუხმარებლად სიარული მიჭირდა, თავბრუ მეხვეოდა, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი და ხშირად ვეცემოდი.

მაშინ წავედი პირველად ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც გავიცანი საოცრად სათნო ადამიანი – დედა ქსენია (ახლა უკვე მონაზონი ნინო). შემომთავაზა, წმინდა ნინოს წყაროზე წავიდეთო. მაშინ შევიტყვე, რომ ამ წყაროს თავისით ამოეხეთქა. იმ დროისათვის იქ არც ემბაზი იყო გაკეთებული და არც ეკლესია იყო აგებული. ფოთლებში ის მილიც კი არ ჩანდა, საიდანაც წყალი წვეთავდა.

დედაჩემი და დედა ქსენია აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და წყაროზე გაჭირვებით ჩამიყვანეს – ვბარბაცებდი. დედა თეოდორაც ჩვენთან იყო. მომაკვდავს ვგავდი, ფერი არ მედო. დედა ქსენია მეფერებოდა, მამხნევებდა: ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვსო. მე არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. დედა ქსენიამ ლიტრნახევრიანი ბოთლები წყლით აავსო.

მახსოვს, ზამთარი იყო, დეკემბერი. ასევე, ჩაცმულს გადამასხეს ორი ბოთლი. წყალი თითქოს საერთოდ არ იყო ცივი. სასწაული კი ის გახლდათ, რომ წყაროდან საკუთარი ფეხით, დაუხმარებლად ამოვედი. რამხელა აღმართი, როგორი ხვეული ბილიკები და ერთხელაც არ დამჭირვებია ვინმესთვის ხელის მოკიდება. თავბრუხვევაც აღარ მიგრძნია. თითქოს ფრთები შემესხა და ჩიტივით ამოვფრინდი.

დედაჩემი გაოცებისგან კარგა ხანს ვერ მეკარებოდა. უკვირდა, რომ დაუხმარებლად დავდიოდი. დედა თეოდორა კი ისეთი სიამაყით მომყვებოდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. დედა ქსენიამ წმინდა ნინოს წყალი გამოგვატანა. თბილისში რომ დავბრუნდით, ვსვამდი ამ წყალს და სრულიად გამოვჯანმრთელდი. ერთი რამ არის საკვირველი: რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს ოთახში, წყალი ყოველთვის ანკარა წყაროსავით ცივია.

ერთხელ ტელევიზორში გადაცემა იყო წმინდა ნინოს წყაროზე. შემთხვევით გადავრთე სწორედ იმ დროს, როცა დედა თეოდორა საუბრობდა გოგონაზე, რომელსაც ნინო ერქვა და რომელიც ამ წყალმა გამოაჯანმრთელა. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა.

წყაროზე ჩასვლის დღემდე მორწმუნე არ ვყოფილვარ, ბავშვობაში არასოდეს მივლია ეკლესიაში. ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, იქნებ ნინო რომ მქვია, ამიტომ უფრო მეტად გადმოვიდა ჩემზე მისი სასწაულებრივი ძალა-მეთქი..

ეკლესიაში რომ შევდივარ, პირველად წმინდა ნინოს ხატისკენ მიმიწევს გული, თითქოს რაღაც ძალა მეწევა იქით. ისე არასდროს გამოვდივარ ეკლესიიდან, რომ წმინდა ნინოს ხატს ლოცვა-ვედრების გარეშე ავუარო გვერდი.

შეიძლება, ჩემი სიტყვები კადნიერებაა – განსაკუთრებულ სიახლოვესა და სიყვარულს ვგრძნობ ამ წმინდანის მიმართ. ვიცი, რომ იგი ჩემი მფარველია. და არა მარტო ჩემი – მთელი საქართველოსი და ყველა ნინოს მფარველი და მეოხი ღვთის წინაშე. განსაკუთრებით მიყვარს გრიგოლ რობაქიძის ეს ლექსი:

“დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით!..”

ბოდბის მონასტერში ყოველ წელს ჩავდივარ სააღდგომოდ. იმ წელს, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ერთი კვირით დავრჩი. წამოსვლა არ მინდოდა.. მეორედაც რომ ჩავედი, ვიფიქრე, სამუდამოდ აქ დავრჩები, მონაზონი გავხდები-მეთქი, მაგრამ წამოვედი. ყველაფერი ღვთის ნებაა.

მონაზვნობა უფლის განსაკუთრებული მადლია და ალბათ, ყველა ვერ გახდება ამის ღირსი, მაგრამ მაინც ოცნებად მაქვს გადაქცეული. გული სულ იქით მიმიწევს, მაგრამ მიზეზთა გამო ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას. ყველა მონაზონს ვიცნობ და ურთიერთობაც მაქვს მათთან.

ღმერთმა ნუ მოგვაკლოს მადლითა და ნუგეშით დაპურება და კიდევ ბევრი სასწაული აღსრულებულიყოს წმინდა ნინოს წყაროზე. ამინ.

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი, კარიბჭე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მფარველი ანგელოზი მუდმივად გიცავთ

Next Post

უძლიერესი ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

Next Post
უძლიერესი ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

უძლიერესი ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In