ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის შაკო ზურაბიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლელიანის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
წყარო: Ambebi.ge