წინამდებარე ისტორია 22 წლის გოგონას ტრაგიკულ ისტორიას შეეხება. ჩვენ მის ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:
”გამარჯობათ, მე მაგდა ვარ. 22 წლის. ცუდ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
საბა ტოტალიზატორის კართან გავიცანი. ჯიბიდან ფული ამომივარდა. მან დაინახა, მოვიდა და აიღო. ვიგრძენი, ჩემ უკან ვიღაც რომ დაიხარა და გავიხედე. ჩვენი მზერები რომ გადაიკვეთა სახეზე გაწითლდა და ფული გამომიწოდა.
შეიძლება, იმ ფულის დაბრუნებას არც აპირებდა, ტოტალიზატორში შესვლა და თამაში უნდოდა, მაგრამ შერცხვა და მითხრა ფული დაგივარდათო.
გამიკვირდა, ნუთუ ასეთი კეთილშობილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ-მეთქი. იმ პერიოდში სამოდელო სააგენტოში დავდიოდი და ვოცნებობდი ცნობილი მოდელი გავხმდარიყავი.
ფიზიკური მონაცემები ხელს მიწყობდა. გასაკვირი არ არის, რომ მოვეწონე. გამომელაპარაკა და სახელი მკითხა. ერთმანეთი გავიცანით და ცოტა ხნით ვისეირნეთ, მერე ნომრები გავცვალეთ.
პირველად კაფეში რომ დამპატიჟა წითელი ვარდები მომართვა. არ მიფიქრია, რომ ვიმეგობრებდით. ვიცოდი, რომ მგზნებარე რომანი უნდა გვქონოდა!
6 თვის შემდეგ გავიპარეთ. დიდი სისულელე ჩავიდინე. გათხოვების შემდეგ საბამ მთხოვა მოდელობისთვის თავი დამენებებინა. თავიდან ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ დაუსრულებელმა ჩხუბმა გამტეხა. ქორწინებიდან ორ თვეში გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშზე იყო დამოკიდებული.
მართალია, ხშირად იგებდა, მაგრამ მისი მთელი ხელფასი მაინც თამაშში იხარჯებოდა. საბას გავესაუბრე, ავუხსენი, რომ მე მოდელობა დავთმე, ოჯახის კეთილდღეობისთვის და ისიც უნდა წამოსულიყო კომპრომისზე. თავიდან მატყუებდა, რომ აღარ თამაშობდა, მაგრამ რამდენჯერმე გამოვიჭირე.
მერე მითხრა რამე თუ არ მოგწონს დედაშენთან წადი და იქ იცხოვრეო. დამიჯერე, არ გამოგეკიდებიო. ან ისეთი უნდა გიყვარდე როგორიც ვარ, ან დავშორდეთო. ვცადე, ბედს შევგუებოდ და ოჯახი არ დამენგრია.
კერვა მეხერხებოდა, ამიტომ სახლის ერთ-ერთი ოთახი პატარა სამკერვვალოდ ვაქციე. კომუნალურ გადასახადებს მე ვიხდიდი, საჭმელ-სასმელზეც მე ვზრუნავდი. სტაბილურ შემოსავალი არ მქონდა, ხან თვეში 150 ლარს ვაკეთებდი, ხან – 30ლარს ძლივს ვაგროვებდი. საბას თამაშის გამო ვალები დაგვიგროვდა, მეგობრებიც დავკარგეთ.
ძალიან მერიდებოდა, მაგრამ საახალწლოდ მშობლებს სუფრისთვის ფული გამოვართვი. ქმრისთვის არ გამიმხელია. ბაზარში წასვლამდე საფულე საგულდაგულოდ დავმალე. 24 დეკემბერს საფულე გავხსენი და ცარიელი დამხვდა.
ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა, ძალიან გავბრაზდი, მზად ვიყავი ყველაფერი დამელეწა. საბას მობილურზე დავურეკე, მაგრამ გამორთული ჰქონდა. მის”ძმაკაცებს” დავუკვშირდი, არავინ მითხრა სად იყო, მატყუებდნენ რომ არ იცოდნენ.
საბა სახლში ძალიან გვიან დაბრუნდა. კარი გავაღე თუ არა აშარი ცოლივით ყვირილი დავუწყე. კედელს მიმაჯახა, პირზე ხელი ამაფარა და მითხრა:”ენა გაიკმინდე, ხვალ საღამოს ჩემს ერთ მეგობართან მიხვალ და ფულს მოგცემს, ეტყვი, რომ ჩემი ცოლი ხარ.”
გავჩუმდი.
– ანუ ახალ წელს მშივრები არ ვისხდებით ცარიელ სუფრასთან?
– არა.
მეორე დღეს დანიშნულ დროსა და ადგილას მივედი. სახლი გარეუბანში იყო, ჭიშკარს მივუახლოვდი თუ არა, მივხდი, რომ პატრონი მდიდარი უნდა ყოფილიყო. დაცვის ბიჭებმა რაციით დააზუსტეს შეიძლებოდა თუ არა ჩემი შეშვება. უზარმაზარ შემოსასვლელში ყველაფერი ბზინავდა, ამდენი ფუფუნების საგანი ერთ სივრცეში არასდროს მენახა.
მოსამსახურე კაცმა კაბინეტში შემიპატიჟა. ჩემი ქმრის”მეგობარი” ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ჯერ მივესალმე, მერე კი ქმრის სახელი და გვარი ვუთხარი. გაეცინა. მართალი ყოფილა საბა, ძალიან ლამაზი ხარო მიპასუხა. თავი უხერხულად ვიგრძნი.
მოსამსახურე კაცს ანიშნა მარტო დაგვტოვე და ჩემკენ წამოვიდა. ძალიან რომ მომიახლოვდა უკან დავიხიე. მან საგულდაგულოდ შემათვალიერა, მერე ხელი მომკიდა და მაგიდაზე გადამაწვინა. ვეწინააღმდეგებოდი, ვკიოდი, ვწიოდი, ვტიროდი, ხელ-ფეხს ვიქნევდი.
არავინ მაქცევდა ყურადღებას. მაგიდიდან ყველაფერი გადავყარე, ვპორჭყნიდი, ვცდილობდი, მეკბინა მისთვის. ჰალსტუხი ჩამატენა პირში და გამაუპატურა. მაგიდიდან ღონემიხდილი გადმოვვარდი და ძირს დავენარცხე. ხმასაც კი ვერ ვიღებდი, მთელი სხეული მტკიოდა, მხოლოდ ტირილი შემეძლო.
-არ იცოდი აქ რისთვის მოდიოდი? – მკითხა ცივად. – შენმა ქმარმა შენი თავი თამაშში წააგო. გადაეცი, რომ შენთან კარგად ვიყავი და რამდენჯერაც მომინდები იმდენჯერ გაგ**მავ.
არ ვიცი, როგორ მოვიკრბე ძალა ფეხზე რომ წამომვდგარიყავი.
-ჩემი მძღოლი წაგიყვანს. არ მგონია, ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში ხეტიალი ჭკვიანური იყოს, დააყოლა და ოთახიდან გავიდა. სიძულვილს და ზიზღს ვგრძნობდი. არასდროს ვყოფილვარ ასეთი იმედგაცრუებული. ვერ ვიჯერებდი, რომ საბამ გამყიდა..
საბა სახლში დამხვდა.
-ჩემი თავი მართლა თამაშში წააგე? – სიტყვები ყელში მეჩხირებოდა.
– ჯვარს რომ ვიწერდით, ჭირში და ლხინში შენთან ვიქნებიო დამპირდი. ახლა მიჭირს და დამეხმარე. თუ იმ კაცს რამდენჯერმე ასიამოვნებ თავს დამანებებს. არც მომკლავს და არც ციხეში გამომამწყვდევს. ხომ არ გინდა, რომ დაქვრივდე? არ მგონია ახალ წლამდე დაგიკავშირდეს. ახალი წლის ღამეს კიდევ ერთხელ შეუარე და ეგაა..
საბას სახეში გავარტყი.
-გაჩუმდი! აანალიზებ მაინც რას მეუბნები? – ვბღაოდი.
– დამეხმარე გთხოვ.
– არაკაცი ხარ. – ბარგი არ ჩამილაგებია ისე გავიქეცი სახლიდან. საახალწლოდ მხოლოდ უქმროდ და უსახლკაროდ კი არა, უნამუსოდაც დავრჩი. ახლა ბავშვობის მეგობრის სახლში ვცხოვრობ. საახალწლოდ ოჯახთან ერთად სოფელში მიდის ხოლმე და მასთან დარჩენის საშუალება მომცა.
სახლიდან წამოსვლის საღამოს უცხო ნომერმა დამირეკა, ავიღე და იმ კაცის ბოხი ხმა გავიგონე. ახალ წელს ჩემი ხარო გამომიცხადა და გამითიშა. პასუხის გაცემაც კი არ დამაცადა. შეშინებული, დაბნეული და დაუცველი ვარ..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: რეიტინგი.გე, რადა მახარაძე