• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მოულოდნელად სოფლიდან დამირეკეს და მითხრეს გათხოვდაო.. თავის მოკლვლაც კი მინდოდა, თუმცა ამაზე უარესი დავმართე ჩემს თავს..“

by inew
12 February 2023
in საზოგადოება
0
„მოულოდნელად სოფლიდან დამირეკეს და მითხრეს გათხოვდაო.. თავის მოკლვლაც კი მინდოდა, თუმცა ამაზე უარესი დავმართე ჩემს თავს..“
0
SHARES
741
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ვის უფრო დიდი და ძლიერი სიყვარული შეუძლია – ქალს თუ მამაკაცს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მოძებნა ძალიან ძნელია…

ეს წერილი ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა მამაკაცმა გამოგვიგზავნა და გულახდილად გვიამბო ის, რაც მრავალი წელია აწუხებს:

“გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიდან გახლავართ. მეათე კლასში ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში სასწავლებლად გადმოვიდა მშვენიერი გოგონა, მაკა. შემიყვარდა. სულ მის ახლოს მინდოდა ყოფნა. ყველაფერს ვაკეთებდი მაკას გულის მოსაგებად.

მეგობრები მაქეზებდნენ, სიყვარულში გამოუტყდიო, მე კი ვერ ვუბედავდი… ერთ საღამოს, როცა ამხანაგის დაბადების დღის შემდეგ მაკა შინამდე მივაცილე, როგორც იქნა, ვუთხარი: იცოდე, ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს-მეთქი.

მოვხვიე ხელი და ვაკოცე. სიკვდილამდე არ დამავიწყდება ეს პირველი კოცნა. ახლაც, ხანმოყრილი და ათას ჭირვარამგადატანილი გავიხსენებ თუ არა იმ ტკბილ წუთებს, ჟრუანტელი მივლის. ენით არ გამოითქმის ის გრძნობა, რასაც მაკას მიმართ ვგრძნობდი და რაც დღემდე მომყვება.

მერე სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მომიწია. მოსკოვის ოლქში გამგზავრების წინ მაკამ ერთგულება შემომფიცა…

ჯარში დღეებს თითებზე ვითვლიდი. სანიმუშოდ ვიქცეოდი, რომ შვებულება მოეცათ და გურიაში ჩასულს ცოტა ხნით საშუალება მქონოდა უსაყვარლესი ადამიანის ახლოს ყოფნისა. მართლაც, 8 თვის მერე ორი კვირით შინ გამიშვეს.

მაშინვე მის სანახავად გავეშურე, მაგრამ მაკა ცივად შემხვდა. ვერ გამეგო, რა მოხდა იმ მოკლე დროში. ვეკითხებოდი და პასუხად მხოლოდ მხრებს იჩეჩდა. გულმოკლული დავბრუნდი ჯარში.

ცოტა ხნის მერე სოფლიდან გამაგებინეს, მაკა გათხოვდაო. ცა ჩამომექცა, თავის მოკვლაც კი მინდოდა.

იქაური მეგობრები მდარაჯობდნენ, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადამედგა. მერე უფროსობას ავღანეთში გაგზავნა ვთხოვე. უარი მითხრეს. მაშინ გავუსინჯე პირველად ნარკოტიკს გემო…

ჯარიდან 1986 წლის მიწურულს გავთავისუფლდი. მაკა აღარ მინახავს. რა აზრი ჰქონდა? რამდენიმე ხნის მერე ცოლი შევირთე. ქალ-ვაჟი შეგვეძინა, მაგრამ მაკა ვერც გონებიდან და ვერც გულიდან ვერ ამოვიგდე.

ვფრთხილობდი, რომ ცოლისთვის მაკა არ დამეძახა… ისევ ნარკოტიკს მივეძალე. ვერ ვიტყვი, ნარკოტიკმა მაკა დამავიწყა-მეთქი (არადა, სწორედ ამიტომ ვიკეთებდი წამალს), მაგრამ მტკივნეულად არ მახსენდებოდა, პირიქით, წარსულს ვუბრუნდებოდი, როცა ბედნიერები ვიყავით და ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით.

გავიდა 20 წელი. ხანდახან მაკას ქუჩაზე გავივლიდი ხოლმე იმ იმედით, რომ წუთით მაინც მომეკრა თვალი… ერთ დღესაც ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და მაკაზე დამიწყო ლაპარაკი. ლამის გული ამომივარდა.

მერე მისი ტელეფონის ნომერი მომცა და… დავურეკე ჩემს მაკას… ასე აღდგა ჩვენ შორის ურთიერთობა. მაკას დაჟინებული თხოვნით, მე უარი ვთქვი ნარკოტიკებზე. ფარულად ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს უბედნიერესი კაცი ვიყავი. არც ვფიქრობდი, როდემდე ან როგორი სახით გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა…

მერე ვიღაცამ ამბავი მიუტანა მის ქმარს და მაკა კვლავ ჩამომშორდა. ეს მეორე დაშორება უფრო მტკივნეულად გადავიტანე. ამ პერიოდში ჩხუბი მომიხდა და 5 წელი მომისაჯეს. სამი წლის შემდეგ გავთავისუფლდი.

მალე აგვისტოს ომი ატყდა. მაკამ გაიგო, რომ საბრძოლველად ვაპირებდი წასვლას. შევუთვალე, – გთხოვ, წასვლისას მნახე, ვინ იცის, ცოცხალი აღარც დავბრუნდე-მეთქი. არ მნახა… მალე გამაგებინეს, მაკას ქმარი გარდაიცვალაო.

ეტყობა, ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა ბედისწერაა. ჩვენ ისევ დავუახლოვდით ერთმანეთს. ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს ისევ ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი და უძვირფასესი ადამიანი გვერდით მყავს.

ერთგული მკითხველი სოსო”.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

წყარო: კვირის პალიტრა, ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მეორე იმედგაცრუება გაცილებით მძიმე აღმოჩნდა.. ქართველი ემიგრანტის ბედნიერება მხოლოდ 2 თვე გაგრძელდა..

Next Post

“ცოლ-შვილი წამართვეს.. არვიცი რა გავაკეთო, მეშინია, თავზე ხელი არ ავიღო და რაიმე საშინელება არ ჩავიდინო!“

Next Post
“ცოლ-შვილი წამართვეს.. არვიცი რა გავაკეთო, მეშინია, თავზე ხელი არ ავიღო და რაიმე საშინელება არ ჩავიდინო!“

"ცოლ-შვილი წამართვეს.. არვიცი რა გავაკეთო, მეშინია, თავზე ხელი არ ავიღო და რაიმე საშინელება არ ჩავიდინო!“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In