• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 26, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი

by inew
1 December 2025
in საზოგადოება
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი
0
SHARES
338
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეიდან გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. გარდა ამისა, დღეიდან შეზღუდვები შედის საქართველოს მოქალაქეების მიმართ პოლონეთშიც

უფრო კონკრეტულად:

ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო ხდება

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

მთავრობას დამტკიცებული და გამოქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი მლეთა-კობი;ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;თბილისის შემოსავლელი – მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე;საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი – მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი – მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი – მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური – მონაკვეთი ორპირი-ტყიბულიტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;ალპანა-ცაგერი – მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული – მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი;გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი – მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;ჟინვალი-ბარისახო-შატილი – მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი – მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;თბილისი (გლდანი)-თიანეთი – მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა – მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;მარნეული-თეთრიწყარო-წალკა – მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;თბილისი (პანტიანი)-მანგლისი – მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;ვაზიანი-გომბორი-თელავი – მონაკვეთი სასადილო-თელავი;თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი – მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;დაბა ბაკურიანის წრიული – მთლიანად წრიული;დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი – სრულად;ჩოხატაური-ბახმარო – სრულად;ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი – მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი – მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებზე გამარტივებული წესით ვიზების გაცემას წყვეტს

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში მუშაობის ნებართვის გამარტივებული პროცედურები უქმდება. ინფორმაციას ქვეყნის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბრძანების მიხედვით, რომელიც 25 ნოემბერს გამოიცა, ამიერიდან პოლონეთში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად, ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, აქამდე საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და მისი ელექტრონულად გაგზავნა შრომის სამინისტროში.

ბრძანების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად გამარტივებული ნებართვით სარგებლობენ, საშუალება ექნებათ ის ვადის ამოწურვამდე გამოიყენონ. თითოეული ნებართვის მაქსიმალური ვადა 2 წელია.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული წესები გავრცელდება შემდეგი ქვეყნების: სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებზე. საქართველო სიიდან უკვე ამოღებულია.

წყარო: BPN

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცნობილია სამტრედია-აბაშის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

Next Post

რა უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ ჰაერი დაბინძურებულია? – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

Next Post
რა უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ ჰაერი დაბინძურებულია? – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

რა უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ ჰაერი დაბინძურებულია? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.