ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა ძალიან სევდიანი და მრავლისთქმელი ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. ჩვენი საიტი აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როცა ძალიან დაბერდა და ქმარიც მოუკვდა, შვილმა და სიძემ გადაწყვიტეს მუხუცი ქალი თავშესაფარში წაეყვანათ. წლები გავიდა და სულ დაავიწყდა შვილს, რომ ყავდა დედა… ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ და არც კი ახსენებდნენ.
გავიდა დრო, ერთ დღეს თავშესაფრიდან ექიმებმა დაურეკეს და უთხრეს, დედაშენი კვდებაო და მისი უკანასკნელი სურვილი შენი ნახვააო.
შვილი წავიდა დედასთან. როდესაც იქ მივიდა, ნახა, რომ მოხუცი დედა ძლივს ლაპარაკობდა, სახეზე უდიდესი, სიხარული ეხატა, დედური სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა შვილს და მის ხელებს გულში იხუტებდა.
შვილმა სინდისის ქეჯნა იგრძნო, წამიერად ყველაფერი ინდა, მიხვდა, რომ მას ძალიან ცუდად მოექცა და უთხრა დედას:
დედა მითხარი, რა გინდა, ყველაზე მეტად, ყველაფერს აგისრულებო.
დედამ უპასუხა, მე არაფერი მინდა შვილო, ამ თავშესაფარს, ერთი კონდიციონერი და მაცივარი უყიდე, თორემ შენ რომ მოგიყვანს შენი შვილი აქ, გაგიჭირდება, ზაფხულში ძალიან ცხელა და საჭმელებიც ფუჭდებაო, მე კი გავუძელი, მაგრამ შენ მედარდები ვერ გაუძლებო..
და შვილზე მოხვეული ხელები გაუცივდა.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია