ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი ფოტო გავრცელდა, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო. ფოტოს თან ერთვოდა მოხუცი ცოლ-ქმრის წარმოუდგენელი ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სოციალურ ქსელში მოხუცი ცოლ-ქმრის ფოტო გავრცელდა, რომელმაც ყველა თაობის ადამიანების ყურადღება მიიპყრო:
“ეს მოხუცი კაცი 80 წლისაა,მას ყოველ დილით მიაქვს საუზმე და თავისი ხელით აჭმევს მეუღლეს რომელიც მოხუცთა სახლში ცხოვრობს .
ერთხელ ვკითხე:
– რატომ არის თქვენი მეუღლე მოხუცთა სახლში?-
– ალცაიმერით არის დაავადებული და ვერ შევძელი მისი მარტო მოვლა-მიპასუხა მან და თან იმდენი თანხა არამაქვს მეც მასთან ერთად რომ ვიცხოვრო მოხუცთა სახლში…
-თქვენი მეუღლე ინერვიულებს ყოველ დილით რომ არ მოხვიდეთ და საუზმე არ მოუტანოთ?!
-მას აღარაფერი აღარ ახსოვს!…ისიც კი აღარ ახსოვს მე ვინა ვარ!…უკვე ხუთი წელია რაც ვეღარ მცნობს…
– რა საოცარია მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ გცნობთ თქვენ ყოველ დილით აქა ხართ!…
-მოხუცმა სევდიანად გამიღიმა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: -სამწუხაროდ მას არ ახსოვს მე ვინა ვარ,მაგრამ მე ხომ მახსოვს, ის ვინ არის!…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ზოგიერთი ფოტო მითითებულია პირობითად..