ძველი თბილისის ტერიტორიაზე, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინფორმაცია თავდაპირველად ქართლის ამბებმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ნაპოვნია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 35 წლამდე კაცის ცხედარი, რომელიც 10 დღის წინ მტკვრის დინებამ გაიტაცა.