• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 5, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მუდმივად ვმალავდი საკუთარ ფოტოებს, ახლა კი სარკეში როცა ვიყურები…” – როგორ გამოიყურება და რას ამბობს ბათუმელი გოგონა, რომელმაც 120 კილო დაიკლო (+ ფოტოები)

by inew
14 July 2022
in საზოგადოება
0
„მუდმივად ვმალავდი საკუთარ ფოტოებს, ახლა კი სარკეში როცა ვიყურები…” – როგორ გამოიყურება და რას ამბობს ბათუმელი გოგონა, რომელმაც 120 კილო დაიკლო (+ ფოტოები)
0
SHARES
1.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოფო აბაიშვილის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. ის 31 წლისაა და 120 კილოგრამი დაიკლო. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევაა და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უზიარებს სოციალურ ქსელში სხვებსაც.

ახლა 65 კილოგრამს იწონის და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. სოფო გვიყვება, როგორ დაიკლო და რაზე ამბობს უარს, რომ შედეგი შეინარჩუნოს:

– წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13 წლის ასაკში 80 კილო ვიყავი.

24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.

– როგორ დაიკელით ამის შემდეგ?

– 24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი.

10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე.

რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს.

მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.

არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ.

– რა შედის ახლა თქვენს რაციონში და რაზე მოგიწიათ უარის თქმა?

– დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ 4-5-ჯერ ვიკვებო. დილით შვრიის ფაფას მივირთმევ, ხილსაც ვჭამ. თორმეტი-პირველი საათისკენ წვნიანს, საღამოს საათებში კი ვცდილობ, მოხარშული ხორცი ან თევზი მივიღო.

ვჭამ ბოსტნეულს და ცხიმიან საკვებს ვერიდები. ცომეულზე უარი ვთქვი, ხოლო ტკბილზე უარს ვერასდროს ვამბობ, შოკოლადის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ, რაოდენობას ძალიან ვაკონტროლებ.

რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შედეგს?

– არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. ყოველთვის ვმალავდი საკუთარ ფოტოებს. რაც დავიკელი, სოციალურ ქსელში განსხვავების დადება დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, უამრავი ჟურნალი თუ საიტი გამომეხმაურა, მიმიწვიეს ტელევიზიებში.

სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე. უფრო გახალისდა ჩემი ყოველდღიურობა. ყოველ დილით, როდესაც სარკეში ვიხედები, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ გამომივიდა. ვცდილობ, რომ სულ ფორმაში ვიყო და კვება გავაკონტროლო.

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან, რასაც თქვენ წლების წინ ებრძოდით?

– შეუყვარდეთ საკუთარი თავი. ყველას ვუსურვებ ნებისყოფის მოკრებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას. მერე ყველაფერი გამოვა. მთავარია მონდომება და ძალიან დიდი სურვილი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მოკლედ 2 დღის წინ ქუჩაში საფულე დავკარგე.. მალევე ვიპოვე და შიგნით ყველა ნივთი დამხვდა გარდა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხისა, დიდი მადლობა ადამიანო“ – ვის მიმართავს ცნობილი ტელეწამყვანი

Next Post

კახეთში დედამ მშობიარობისას დაღუპული ჩვილის საფლავი გახსნა – იქ ნანახმა ყველა შოკში ჩააგდო

Next Post
კახეთში დედამ მშობიარობისას დაღუპული ჩვილის საფლავი გახსნა – იქ ნანახმა ყველა შოკში ჩააგდო

კახეთში დედამ მშობიარობისას დაღუპული ჩვილის საფლავი გახსნა - იქ ნანახმა ყველა შოკში ჩააგდო

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.