• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მშობლებმა და და-ძმებმა ჩემი აშენებული უზარმაზარი სახლი გაყიდეს და მე და ჩემი ოჯახი წილის გარეშე დაგვტოვეს, იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იტალიურ ეზოში.. მე კი ეს გავაკეთე..

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
მშობლებმა და და-ძმებმა ჩემი აშენებული უზარმაზარი სახლი გაყიდეს და მე და ჩემი ოჯახი წილის გარეშე დაგვტოვეს, იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იტალიურ ეზოში.. მე კი ეს გავაკეთე..
0
SHARES
7.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ჩემი მშობლების უფროსი შვილი ვარ, მომდევნო ძმაზე თორმეტი წლით უფროსი. მყავს ორი და და ორი ძმა. გვქონდა ორსართულიანი საკუთარი სახლი, რომლის აშენებაშიც მე ფიზიკურადაც და მატერიალურადაც ვეხმარებოდი მშობლებს – თითქმის მთელ ჩემს ხელფასს მამას ვაბარებდი.

ჩემი დები და ძმები პატარები იყვნენ და, ცხადია, ვერანაირ დახმარებას ვერ გაგვიწევდნენ. ორი წელი აშენებას მოვანდომეთ, ერთი წელი – მოწყობას და, ბოლოს, როგორც იქნა, შევსახლდით.

ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონდა და ვცხოვრობდით შეხმატკბილებულად. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლი შევირთე და, რა თქმა უნდა, სახლში მოვიყვანე. სამი შვილი გვეყოლა.

სახლი დიდი იყო და ვეტეოდით, მაგრამ ამდენი ხალხი, მოგეხსენებათ, ძნელად თავსდება ერთად. მერე ჩემი ერთ-ერთი და გათხოვდა, დედამთილთან ცხოვრება არ მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიძეს კარგი ბინა ჰქონდა, მოჰკიდა ხელი თავის ქმარ-შვილს და სახლში მოიყვანა.

ერთ წელიწადში ჩემმა მომდევნო ძმამაც შეირთო ცოლი და, ისინიც რომ ჩამოვიდნენ საქორწინო მოგზაურობიდან, ჩვენი სახლი უზარმაზარ სკას დაემსგავსა და აქამდე მშვიდ და წყნარ ოჯახში უსიამოვნებებმა იმატა:

ხან რძლებს შორის ხდებოდა კამათი, ხან რძალ-მულებსა და ხან – რძლებსა და დედამთილს შორის. ამ ყველაფრის გაძლება თითოეული ჩვენგანის (განსაკუთრებით – კაცების) ძალ-ღონეს აღემატებოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, სახლი გაგვეყიდა და ცალ-ცალკე დავსახლებულიყავით.

გაყიდვაზეც მე ვირბინე, კლიენტი ვიპოვე და იმ დროისთვის მაქსიმალურ ფასად გავყიდეთ. იმ ფულით ხუთი ოროთახიანი და ერთი ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ და ცოტა ფული კიდევ დაგვრჩა,

მაგრამ მშობლები ჩემი და-ძმის გავლენის ქვეშ მოექცნენ და, მოკლედ რომ გითხრათ, მე და ჩემი ოჯახი წილის გარეშე დაგვტოვეს, იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იტალიურ ეზოში (ბებიამ დაუტოვა). ის კი პრაქტიკულად, თავიდან იყო ასაშენებელი, არც აბაზანა და სამზარეულო ჰქონდა და ტუალეტიც ეზოში იყო.

ისე მეწყინა ჩემი მშობლების ასეთი გადაწყვეტილება, არც არაფერი მომითხოვია და არც დავა დამიწყია, წამოვიღე ჩვენი ნივთები და ყველა ამოვიგდე გულიდან – დედ-მამაც და და-ძმაც.

ცოლმა ეს არ მაპატია, გამეყარა და თავის მშობლებთან დაბრუნდა სამ ბავშვთან ერთად. ბრალდება მწარე იყო, მაგრამ სამართლიანი: შენი ოჯახისგან ვერ დაგიცავს ცოლ-შვილი და სხვისგან როგორ დაგვიცავო.

რძლებზე რა უნდა ვთქვა, როცა ჩემი საკუთარი დები დადიან და ყველგან მლანძღავენ. რას არ მაბრალებენ: ვითომ მათთვის ყველაფრის წართმევა მოვინდომე, მაგრამ მშობლები მიმიხვდნენ და იმით დამსაჯეს, რომ წილი არ მარგუნეს.

თითქოს ჩემს ცოლს ხუთოთახიანი ბინა ჰქონდა, მაგრამ ვერ გავძეხი და ოჯახიდან ყველაზე მეტ წილს ვითხოვდი… კიდევ უარესებსაც ამბობდნენ.

ზოგი უჯერებდა, ზოგი – არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნაცნობები ალმაცერად მიყურებდნენ შეხვედრის დროს. ყველაზე მეტად კი ის მწყინდა, რომ ჩემმა მშობლებმა თავისი გაზრდილი შვილიშვილები გაიმეტეს და ოჯახი დამინგრიეს.

ახლახან გავიგე, რომ მამაჩემი ლოგინად ჩავარდნილა, მისი საყვარელი შვილებიდან კი არც ერთი არ აკითხავს, წამალსაც კი არ აწვდიან.

მეც არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კლინიკაში დავაწვინო, რადგან ნაქირავებში ვცხოვრობ, არც ხელფასი მაქვს ისეთი, რომ ყველაფერს ვამყოფინო. ჩემთვის მინიმალურ საარსებო თანხას ვიტოვებ და დანარჩენს მთლიანად შვილებს ვუგზავნი.

დედაჩემმა იკადრა და დამირეკა, სხვათა შორის, სამი წლის განმავლობაში პირველად (მანამდე ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, მოვეკითხე მაინც. აქეთ იყო ჩემზე ნაწყენი) და მითხრა, სასწრაფოდ მჭირდება ორი ათასი დოლარი, მამაშენს ოპერაცია რომ გავუკეთოო.

ძალიან მრცხვენია, დედაზე რომ ამას ვამბობ, მაგრამ, ისე ზრდილობის გამოც კი არ უკითხავს, როგორ ხარ ან ბავშვები როგორ არიანო. მთა და ბარი შევაჯერე და ძლივს ვიშოვე 700 დოლარი, რა თქმა უნდა, სესხით, მივუტანე და ვუთხარი, რომ ჩამომკიდოთ, მეტს ვეღარ ვიშოვი-მეთქი.

იმ საავადმყოფოში კი, სადაც მამა უნდა დაეწვინათ, ნაცნობი ექიმი აღმოვაჩინე და ვთხოვე, მაქსიმალურად მიექციათ ყურადღება. მერე დედას ვუთხარი, მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, მეტი არაფერი შემიძლია.

ერთადერთი, თავზე თუ დავადგები-მეთქი. მან კი სულ უმადური და ეგოისტი მიძახა და სამუდამოდ ამიკრძალა მათთან მისვლა, მათი სახელის ხსენება. მე თუ შემეძლება, კიდევ გავუგზავნი ფულს.

მაგრამ, ვერაფრით გამიგია, რატომ შემიძულეს და რატომ გამომარჩიეს დანარჩენი შვილებისგან ასე საკუთარმა მშობლებმა.

ჩვენ ხომ არასდროს არანაირი უსიამოვნება და უთანხმოება არ მოგვსვლია სახლის გაყიდვამდე?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ამირანი, 36 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. საქმე ისაა, რომ მოულოდნელად გარდამეცვალა ქმარი.. ვინც მოკლა ერთი ბობოლა ვინმე აღმოჩნდა, ადვოკატად ჩემი ქმრის ძმაკაცი ავიყვანე.. საქმე ბოლომდე კი მიიყვანა, მაგრამ შემიყვარდა.. ეს რომ ვინმემ გაიგოს, წარმოდგენაც არმინდა რა მოხდება..

Next Post

16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.. ის კაცი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.. 3 თვეში ისეთი რამ მოხდა, მაშინვე მშობლებთან დავბრუნდი.. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, როცა ერთი კაცი შემიყვარდა და ისევ დავორსულდი.. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე..

Next Post
16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.. ის კაცი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.. 3 თვეში ისეთი რამ მოხდა, მაშინვე მშობლებთან დავბრუნდი.. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, როცა ერთი კაცი შემიყვარდა და ისევ დავორსულდი.. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე..

16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.. ის კაცი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.. 3 თვეში ისეთი რამ მოხდა, მაშინვე მშობლებთან დავბრუნდი.. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, როცა ერთი კაცი შემიყვარდა და ისევ დავორსულდი.. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In